|
2025-08-07 14:07:51, 1942 ნახვა
ეკონომიკა
ზაფხული შენს გზაზე - „მაზდა ცენტრი თეგეტას“ სეზონური ფოტოგადაღება
ზაფხული - წლის ყველაზე ფერადი სეზონი თავგადასავლებთან, მოულოდნელობებთან და სიყვარულთან ასოცირდება. სწორედ ამ ემოციების ფირზე აღბეჭდვა და შემდეგ მნახველამდე მიტანა იყო „მაზდა ცენტრი თეგეტას“ საიმიჯო ფოტოპროექტის მიზანიც. რიგით მეორე ფოტოგადაღებამ ამჯერად ბრენდის ვინტაჟური ავტომობილი მხატვრულ, კინემატოგრაფიულ გარემოში ასახა. ფოტოები ფირითაა გადაღებული, რაც განსაკუთრებულ იდუმალებას სძენს ნამუშევრებს. ფირის ფოტოგრაფიის გარდა შეიქმნა AI ვიზუალებიც.
საბა მჭედლიშვილი, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ მარკეტინგის მენეჯერი: „ისევე, როგორც საგაზაფხულო ფოტოსესიის შემთხვევაში, ამჯერადაც გვინდოდა, გვეჩვენებინა ავტომობილის, ბუნებისა და ადამიანების ერთობლიობა. გადმოგვეცა ზაფხულის ფერები და ხასიათი. ამ სეზონის სიმსუბუქიდან და სილაღიდან გამომდინარე, არჩევანი სასიყვარულო თემატიკაზე შევაჩერეთ. ფოტოსესიის მთავარი გზავნილია - ზაფხული შენს გზაზე. ნამუშევრები ასახავს რომანტიკულ ურთიერთობას, სპონტანურ გასეირნებასა და თავგადასავალს, რომელიც თბილ დღეებს თან ახლავს. სიმწვანე, ლურჯი ცა, სითბო, ფირის ფოტოგრაფიის სიღრმე და უნიკალური ტექსტურა ცოცხალსა და ბუნებრივს ხდის ნამუშევრებს“.
მარიამ სიჭინავა, ფოტოხელოვანი: „ვფიქრობ, გარკვეულწილად მოვახერხე ზაფხულის განწყობის ფოტოებში ასახვა - როგორც განათებითა და ფერებით, ისე იმ დინამიკით, რაც გმირებსა და გარემოს შორის შეიქმნა. ფოტოები ჰყვება ამბავს ორ ადამიანზე, რომლებმაც გადაწყვიტეს, ყველაფრისთვის თავი დაენებებინათ და, უბრალოდ, წასულიყვნენ გზის, ერთმანეთისა და საკუთარი თავის საძიებლად. ესაა ამბავი გზაზე, სადაც მთავარია არა დანიშნულება, არამედ პროცესი.
ეს უკვე მეორე სეზონური ფოტოსესიაა, რომელიც „მაზდა ცენტრი თეგეტასთვის” გადავიღე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა დამკვეთი მაქსიმალურად გაკავშირებს პროცესთან და გენდობა, როგორც შემოქმედს. ეს თავისუფლება და მხარდაჭერა მეხმარება, რომ იდეები ბოლომდე და გულწრფელად გამოვხატო. ზაფხულის ფოტოსესიის დროს, ჩემი მიზანი იყო, მეჩვენებინა სეზონის ის მუხტი, რომელიც თავისუფლებასთან, მოძრაობასთან და ადამიანურ ურთიერთობებთანაა დაკავშირებული. მინდოდა, ფოტოები ყოფილიყო თბილი, მზიანი და ცოტა მელანქოლიური. მსურდა, ამესახა გულწრფელი ემოციები. ამის შთაგონებად იქცა, პირველ რიგში, თავად Mazda MX-5 Miata - ავტომობილი, რომელიც ჩემთვის ზაფხულს, მოძრაობასა და თავგადასავლებს უკავშირდება“.
ფოტოპროექტის ნაწილია მარიამ სიჭინავას მიერ შექმნილი AI ვიზუალებიც. ის ამ მიმართულებით უკვე ორი წელზე მეტია მუშაობს, თუმცა საავტომობილო ბრენდთან თანამშრომლობით AI ინტეგრირება პირველი ექსპერიმენტი იყო. ტექნოლოგიამ პროექტს განსხვავებული სცენები და გარემო შემატა. რეალური ფოტოები და ხელოვნური ინტერპრეტაცია პროექტში ერთმანეთს ავსებს და შთამბეჭდავ ვიზუალურ სამყაროს ქმნის.
„მაზდა ცენტრი თეგეტასა“ და მარიამ სიჭინავას თანამშრომლობა არც აქ სრულდება. ბრენდის საიმიჯო ფოტოგადაღება ყველა სეზონზე დაიგეგმება. კომპანია „ზაფხულის“ შემდეგ „მაზდას“ „შემოდგომას“ წარმოადგენს. --- „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „მაზდა ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. კომპანია იაპონური ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Mazda-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და სერვისსაც სთავაზობს.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსული დარტყმის შედეგად თურქული კომპანიის გემის დაზიანებას უპასუხა
პარლამენტის წინ კობახიძის პუტინთან ფორუმში მონაწილეობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ფრანკფურტის აეროპორტში ერთ-ერთ მგზავრს 11 000-ზე მეტი დაუმუშავებელი ბრილიანტი ჩამოართვეს
დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები აინთო
|
რედაქტორის რჩევით
საერთაშორისო ნაძირლები: როგორ აქცია ტრამპმა სამშვიდობო მოლაპარაკებები მაიამი-ბიჩში ბინის გაყიდვად
„ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ეკოსისტემის კოორდინირებული კამპანია BBC-ის გამოძიების წინააღმდეგ
ომი უკრაინაში
სუმის რეგიონში დრონის მრავალსართულიან შენობაზე თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა
რუსეთის საოკუპაციო ძალები, უკრაინის ტერიტორიების სწრაფ ოკუპირებას ახდენენ - The Telegraph
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|









ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)