|
2025-08-07 13:33:47, 1617 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ბეჟაშვილი - 2008 წლის ომის მონაწილეები არიან გმირები
გიორგი ანწუხელიძე სხვა მრავალი ომის გმირთან ერთად არის ქართული გმირობის, ქართული სულის დაუჩოქებლობის სიმბოლო - ამიტომ არის, რომ რუსული პროპაგანდა და რუსული ხელისუფლება „ოცნების” სახით ამ მთავარ ღირებულებაზე ცდილობს იერიშის მიტანას, - ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა. ბეჟაშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ „ხაზი გადაუსვა გმირებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბოლომდე იბრძოლეს“. „2008 წლის ომის გმირები თეა წულუკიანის და სხვების განცხადებით თურმე არა ქვეყნის დაცვას, არამედ პიარის და პოლიტიკოსების გადაწყვეტილებებს შეეწირნენ. ჩვენ კიდევ ერთხელ ხმამაღლა უნდა ვთქვათ, რომ გიორგი ანწუხელიძე, 2008 წლის ომის მონაწილეები არიან გმირები, მათ დაიცვეს საქართველო, საქართველოს მომავალი. ჩვენ ამ დროშას ხელში დავიჭერთ და ვიზრუნებთ, რომ ეს ე.წ ხელისუფლება მოშორდეს და საქართველო მართლა დამოუკიდებლობის გზას დაადგეს”, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)