07:45 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-06 10:13:57, 2217 ნახვა

სამართალი
მზია ამაღლობელის განაჩენის გამოცხადება 14:00 საათზე იგეგმება

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ნინო სახელაშვილი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენს დღეს, 6 აგვისტოს გამოაცხადებს. განაჩენის გამოცხადება 14:00 საათზე იგეგმება.

წინა სხდომაზე მზია ამაღლობელმა საბოლოო სიტყვით ისარგებლა. დაპატიმრებულმა ჟურნალისტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი ქმედება პოლიციელზე თავდასხმა არ ყოფილა. მზია ამაღლობელის განცხადებით, სწორედ აღნიშნული მიზეზით, ვერ დათანხმდება პროკურატურის შეთავაზებას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე.

მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს სისხლის სამართლის წესით. იგი 200 დღეზე მეტია წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ მისი წინასწარ პატიმრობაში დატოვების საფუძველი არ არსებობდა, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ეს არ გაითვალისწინა და მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა.

პროკურატურა „ბათუმელების“ დამფუძნებელს, ჟურნალისტსა და მედიამენეჯერს, მზია ამაღლობელს 12 იანვარს, ბათუმში, პოლიციის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნისთვის პოლიციელზე თავდასხმაში ადანაშაულებს – სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობით ისჯება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპსა და ზელენსკის შეხვედრის შემდეგ, შესაძლოა Patriot-ის წარმოების ლიცენზია უკრაინას გადაეცეს
აშშ-ის სანქციების გამო, თურქეთმა ირანთან საავიაციო და საბანკო ურთიერთობების გაწყვეტა დაიწყო
ევროკავშირმა, საფრანგეთისა და ლუქსემბურგის ზეწოლის ქვეშ, უსმანოვისა და ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციები მოხსნა
გერმანიაში, ამერიკულ საჰაერო ბაზაზე თვითმფრინავი ჩამოვარდა, პილოტი კატაპულტირების შემდეგ გადარჩა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics