|
2025-08-05 11:44:08, 1502 ნახვა
პოლიტიკა
დაანის ნაცვლად თურქმენეთში - კობახიძე უმცროს თურქმენბაშთან ერთად, გაეროს კონფერენციაში მონაწილეობს
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთში, ქალაქ ავაზაში, გაეროს კონფერენციაში მონაწილეობს. ამ ფონზე ცნობილუ გახდა რომ კოპენჰაგენში კობახიძეს და მის გუნდს არ მიიწვევენ. როგორც გახდა ცნობილი. საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეჩერება. დანია, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, საქართველოს სექტემბერში დაგეგმილ შეხვედრაზე კანდიდატი ქვეყნის სტატუსით არ მოიწვევს. ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ინტერპრესნიუსს“ წერილობით აცნობა, როდესაც სააგენტოს კითხვაზე უპასუხა, თუ რატომ არ მიუღია მოწვევა საქართველოს ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ევროპულ საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დანიაში, რომელიც 1-2 სექტემბერს დანიაში გაიმართება და რომელსაც უკრაინის, მოლდოვას, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისა და თურქეთის წარმომადგენლები დაესწრებიან. დღეს საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, კონფერენციის მონაწილე ლიდერებს თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი და გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში მასპინძლობენ. „საქართველოს მთავრობის მეთაური კონფერენციის ოფიციალურ გახსნას დაესწრო, რომლის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ანტონიო გუტიერეშმა და სერდარ ბერდიმუჰამედოვმა. ირაკლი კობახიძე კონფერენციაზე დღეს სიტყვით გამოვა. პრემიერ-მინისტრი აქცენტს გააკეთებს საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზე, ქვეყნის - როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი დერეფნის - როლზე, რომელიც ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყანას დაკავშირებადობის კუთხით მნიშვნელოვან შესაძლებლობებს სთავაზობს. გაეროს კონფერენციის გახსნამდე სამიტის მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერებს სიტყვით მიმართა თურქმენეთის ეროვნულმა ლიდერმა, სახალხო საბჭოს თავმჯდომარე გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა. ოფიციალურ ღონისძიებას ავაზას კონგრესცენტრში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დელეგაციასთან ერთად დაესწრო“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)