|
2025-07-23 21:07:20, 1547 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ევროპული ფონდები იქცა რევოლუციური პროცესების და რადიკალიზმის დაფინანსების მთავარ ინსტრუმენტად
ევროპული კვლევებითვე ევროპული ბიუროკრატიის მიმართ და ევროკავშირის მიმართ ნდობა საქართველოში რადიკალურად შემცირებულია, - ამის შესახებ ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "თავისუფალ სივრცეში" განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, უკვე მეშვიდე რეზოლუცია დაამტკიცა ევროპარლამენტმა და შვიდივე რეზოლუცია არის ერთმანეთზე უსამართლო, რაც უარყოფითად აისახება საზოგადოებაში ევროპარლამენტის და მთლიანად, ევროპული სტრუქტურების რეპუტაციაზე. „უკვე მეშვიდე რეზოლუცია დაამტკიცა ევროპარლამენტმა და შვიდივე რეზოლუცია არის ერთმანეთზე უსამართლო, რაც ძალიან უარყოფითად აისახება საზოგადოებაში ევროპარლამენტის და მთლიანად, ევროპული სტრუქტურების რეპუტაციაზე. ძირითადად, ევროპული ბიუროკრატიის მოთხოვნები უკავშირდება ქვეყანაში სამართლის უზენაესობის არაღსრულებას. ეს არის მთავარი ხაზი. ამას გარდა, ისინი ითხოვენ ხოლმე კონკრეტული ადამიანების დასჯას, კრიმინალების გათავისუფლებას, მათ მიმართ სამართლის არაღსრულებას. ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი. მეორე ხაზი, რაც იკვეთება ამ მოთხოვნებში, უკავშირდება ქვეყანაში რევოლუციური პროცესების წახალისებას. ჩვენ ვაკვირდებოდით მოვლენებს გასული რამდენიმე წლის განმავლობაში. პირდაპირ იყო ჩართული არა მარტო ამერიკული, არამედ, ევროპული ფონდებიც რევოლუციების დაფინანსებაში. ახალი ადმინისტრაციის პირობებში აშშ-დან არსებითად შეწყდა ასეთი პროცესების დაფინანსება. კერძოდ, USAID-ის და NED-ის ხაზით. ეს იყო ორი მთავარი ხაზი. ასეთ პირობებში, ევროპული ფონდები იქცა რევოლუციური პროცესების და რადიკალიზმის დაფინანსების მთავარ ინსტრუმენტად. ეს ყველაფერი აისახება სამწუხაროდ, ევროპარლამენტის რეზოლუციებში. ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე, სტაბილურობა ჩვენს ქვეყანაში და გვჭირდება სამართლის უზენაესობა, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული სტაბილურობასთან, სიმშვიდესთან, მშვიდობასთან. როდესაც ასეთი ლუსტრაცია ჩანს ევროპარლამენტის რეზოლუციებიდან, სხვა გადაწყვეტილებებიდან, ეს არის ძალიან დასანანი და ასეთ პირობებში არავის გაუკვირდება ის, რომ თვითონ ევროპული კვლევებითვე ევროპული ბიუროკრატიის მიმართ ნდობა და ევროკავშირის მიმართ ნდობა საქართველოში რადიკალურად შემცირებულია. იმიტომ, რომ საზოგადოება აკვირდება მუდმივად ქვეყნის წინაშე ახალი გამოწვევების შექმნის პროცესს, და იმას, რომ ევროპული ბიუროკრატია უხეშად უპირისპირდება სამართლის უზენაესობის პრინციპს და იმ სახელმწიფოებრივ ინტერესებს, რაც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის სტაბილურობასთან", - განაცხადა პრემიერმა.
სააკაშვილი: ჩვენ გვჭირდება ადამიანები სტრატეგიული ხედვითა და დიდი გამბედაობით
გარდაბანში ავარიის შედეგად 8 ადამიანიდან 7 ადგილზე დაიღუპა, ერთი კრიტიკულ მადგომარეობაშია - ვიდეო
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)