|
2025-07-22 15:26:56, 1360 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე- გეთანხმებით, რომ ზოგიერთი პოლიციელის მხრიდან იყო გადაცდომა
„ჩვენ რომ მაშინ ქვეყანაში მეორე ფრონტი გაგვეხსნა, სანქციებს მივერთებოდით, დღეს ქვეყანაში უმძიმესი მდგომარეობა გვექნებოდა“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე კომენტირებისას ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, დღეს, ქართველ ხალხს ვიზალიბერალიზაციის საკითხით აშანტაჟებენ. „სამწუხაროდ, შანტაჟი გრძელდება, რაც ძალიან ცუდია და გუშინ არ დაწყებულა. საქართველო არის ზეწოლის ქვეშ და ამას აქვს თავისი ახსნა, თუ რა დგას ამ ყველაფრის უკან. დღეს, ქართველ ხალხს ვიზალიბერალიზაციის საკითხით აშანტაჟებენ. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდი იქნება. პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ მზადაა ჩავიდეს ბრიუსელში და არგუმენტები მოისმინოს, თუ რატომ წარმოადგენს აღნიშნული კანონები პრობლემას. ჩვენ ამ დრომდე ერთი არგუმენტიც არ მოგვისმენია. გამჭვირვალობის კანონები მოქმედებს ამერიკაში, ევროპაში. ევროპარლამენტიც მუშაობს ამ ტიპის კანონის მიღებაზე. ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია. დღეს, ჩვენ ქვეყანას ჰყავს პატრიოტი ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის და მოქალაქეების ინტერესებს იცავს. როცა ჩვენ პირდაპირ კაბინეტებში გვემუქრებოდნენ, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი გაგვეხსნა, სანქციებს მივერთებოდით, ჩვენ რომ მაშინ არასწორი ნაბიჯი გადაგვედგა, დღეს ქვეყანაში უმძიმესი მდგომარეობა გვექნებოდა. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ იმიტომ აგვირჩია, რომ, პირველ რიგში, დავიცვათ საქართველოს ინტერესი და არა გარედან ნაკარნახევი ბრძანებები ვასრულოთ“, -აღნიშნა კახა კალაძემ.
რაც შეხება ჟურნალისტის კითხვას ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ, დედაქალაქის მერი პასუხობს, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებები დაცულია.
„ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებები დაცულია, განურჩევლად რელიგიური, პოლიტიკური და სექსუალური შეხედულებებისა. გეთანხმებით, რომ ზოგიერთი პოლიციელის თუ სპეცრაზმელის მხრიდან იყო გადაცდომა და ძალიან მძიმე კონკრეტული ფაქტები, თუნდაც კონკრეტული ჟურნალისტის მიმართ. მაგრამ მომიტინგეები, რომლებიც პოლიციელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს, ქვებსა და მძიმე საგნებს ესროდნენ, ამ ფაქტს როგორ შეაფასებდით? მათ დღემდე „სინდისის პატიმრებს“ უწოდებთ. არადა არსებობს შესაბამისი კადრები, როცა დანაშაული ჩაიდინეს. ადამიანი, რომელიც პოლიციელს „მოლოტოვის კოქტეილს“ ესროდა, შეიწყალეთ და გმირად გამოიყვანეთ. ეს არის პრობლემა, რომ ძალადობას პირდაპირ ახალისებთ, ხელს უწყობთ პოლარიზაციას, საზოგადოების გახლეჩას. ამას გარედან გეუბნებიან, გაფინანსებებ, გაძლევენ მითითებებს. ქართველი ხალხი ამ ყველაფერს ხედავს, აფასებს და შესაბამისი დამოკიდებულება აქვს თქვენს მიმართ“, - განაცხადა თბილისის მერმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)