|
2025-07-15 15:36:54, 1111 ნახვა
პოლიტიკა
ლიეტუა მოითხოვს სანქციების დაწესებას იმ პირების მიმართ, ვინც მონაწილეობდა ქართველი ოპოზიციონერების დაპატიმრებაში
„ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა ვიმოქმედოთ და მოვამზადოთ სანქციები იმ ადამიანების მიმართ, ვინც მონაწილეობდა ქართველი ოპოზიციონერების დაპატიმრებებში“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, კესტუტის ბუდრისმა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში ვითარება კვლავ უარესდება. „ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში სიტუაცია კიდევ უფრო უარესდება და ჩვენი მხრიდან უმოქმედობა დამატებით სტიმულს იძლევა. სწორედ ამიტომ უნდა ვიმოქმედოთ დაუყოვნებლივ. ჩვენ ვხედავთ მათ წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებს და ეს აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენი მხრიდან, ჩვენ ამას სანქციებით, რეჟიმზე ზეწოლით და მისი პოლიტიკური იზოლაციით უნდა ვუპასუხოთ“, - განაცხადა ბადრისმა. ასევე, მისი თქმით, პასუხი უნდა მოიცავდეს ქართული სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის გაზრდას. „ჩვენ კვლავ ვხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას. ჩვენს საზოგადოებაში ვხედავ, რომ ლიეტუვის მოსახლეობის 60%-ზე მეტს სურს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის ნაწილი. ორივე მხარისთვის არსებობს ვალდებულებები. საქართველოსთვის არსებობს ვალდებულებები, დაიცვას ადამიანის უფლებების სტანდარტები და ევროპული ქვეყნებისთვის არსებობს ვალდებულებები, გაუწიონ მაქსიმალური მხარდაჭერა საქართველოს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით მოქმედება“, - აღნიშნა ლიეტუვის მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)