05:06 - 13 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-15 09:44:45, 2183 ნახვა

მსოფლიო
Politico: მალტა ხელს უშლის ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტის დამტკიცებაში

მალტამ გააპროტესტა ევროკავშირის წინადადება რუსული ენერგორესურსების ფასების ზღვრის შემცირების შესახებ, რითაც გადაიდო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტის მიღება. ამის შესახებ Politico ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით იუწყება. გამოცემის წყაროს ცნობით, მალტამ თავისი წინააღმდეგობა 13 ივლისს ევროკავშირის ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტის (COREPER) შეხვედრაზე გამოთქვა. ახალი ინიციატივა რუსული ენერგორესურსების მაქსიმალური საექსპორტო ფასის საბაზრო ფასის 15%-ის ოდენობით დაწესებას გვთავაზობს, რაც ბოლო სამი თვის საშუალო ღირებულებით გამოითვლება, წერს გამოცემა.

მალტის გარდა, მის წინააღმდეგ გამოვიდნენ საბერძნეთი და კვიპროსი. როგორც Bloomberg აღნიშნავს, ეს სამი ქვეყანა ამტკიცებს, რომ ნებისმიერი ცვლილება უნდა შეთანხმდეს G7-ის პარტნიორებთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან.

თუმცა, სლოვაკეთის პოზიცია შეიცვალა: ადრე ბრატისლავა მუდმივად ბლოკავდა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას, მაგრამ ახლა მზადაა მხარი დაუჭიროს ახალ პაკეტს, აღნიშნავს Politico. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიკომ განაცხადა, რომ ის დათანხმდებოდა შეზღუდვების შემოღებას, თუ ევროკავშირი გაითვალისწინებდა სლოვაკეთის ინტერესებს და შეარბილებდა რუსული გაზის მიწოდების დაგეგმილი აკრძალვის შედეგებს.

რუსული ნავთობის ფასების ლიმიტი 2022 წლის დეკემბერში დაწესდა, როდესაც ბარელის ფასმა 80 დოლარს გადააჭარბა. შემდეგ დიდი შვიდეულის ქვეყნებმა და ევროკავშირმა აკრძალეს რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი, ასევე ტრანსპორტის, დაზღვევისა და საბროკერო მომსახურების გაწევა დადგენილ ლიმიტზე მაღალ ფასად გაყიდული ნედლეულის ტრანსპორტირებისთვის. ამ ზომების მიზანი იყო რუსეთის ბიუჯეტის ნავთობის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების შესუსტება, ამავდროულად გლობალური მარაგების სტაბილურობის შენარჩუნება.

2024 წლის ივნისში ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ბარელზე ზღვრის 45 დოლარამდე შემცირებას გეგმავს. თუმცა, Politico-ს ცნობით, ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის გათვალისწინებით, ეს გადაწყვეტილება გადაიდო.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსული დარტყმის შედეგად თურქული კომპანიის გემის დაზიანებას უპასუხა
პარლამენტის წინ კობახიძის პუტინთან ფორუმში მონაწილეობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ფრანკფურტის აეროპორტში ერთ-ერთ მგზავრს 11 000-ზე მეტი დაუმუშავებელი ბრილიანტი ჩამოართვეს
დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები აინთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი