|
2025-07-10 12:48:51, 855 ნახვა
პოლიტიკა
„ოცნების“ პრემიერი კობახიძე - მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვეთა და მიიღო პასუხი
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვეთა, მას ჰქონდა მცდელობა, დაეკნინებინა ძალოვანი სტრუქტურები, პოლიცია, თუმცა ამაზე მიიღო ზუსტად ის პასუხი, რა პასუხიც უნდა გაეცეს ასეთ ქმედებას სამართლებრივ სახელმწიფოში, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერ-მინისტრმა მზია ამაღლობელის თემაზე ევროპარლამენტში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით დასმული კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ამაღლობელის შემთხვევა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან განზრახული ჰქონდათ საქართველოში ძალოვანი სტრუქტურების დაკნინება. „ძალიან კარგად იციან, რომ თუ დაკნინდება ძალოვანი სტრუქტურები, დაკნინდება მთლიანად სახელმწიფო. ამ კუთხით მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვეთა. მას ჰქონდა მცდელობა, დაეკნინებინა ძალოვანი სტრუქტურები, პოლიცია, თუმცა ამაზე მიიღო ზუსტად ის პასუხი, რა პასუხიც უნდა გაეცეს ასეთ ქმედებას სამართლებრივ სახელმწიფოში. ამით არიან განაწყენებული ის ადამიანები, რომლებიც საქართველოში ცდილობენ სახელმწიფოებრიობის დაკნინებას. ეს არ გავა, ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)