|
2025-07-09 16:43:38, 1125 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარია - რეზოლუცია არის ქართველი ხალხის ხმა, რომელსაც ევროპარლამენტი ისმენს
„რეზოლუცია ქართველი ხალხის ხმაა, რომელსაც ევროპარლამენტი ისმენს“, - განაცხადა „ცვლილებებისთვის კოალიციის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, ბრიფინგზე. ხოშტარიას თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუცია „ჭეშმარიტად ძალიან დიდი გამარჯვებაა ჩვენი პროდასავლური, პროქართული, პროეროვნული, ეროვნული ბრძოლისთვის“. „[ევროპარლამენტის რეზოლუციის ტექსტი] არ არის ჩემი სიტყვები, ეს არ არის კოალიციის სიტყვები, ეს არ არის ოპოზიციური პარტიების სიტყვები, ეს არ არის რუსთველზე მდგომი ხალხის სიტყვები, ეს არის ქართველი ხალხის ხმა, რომელსაც ევროპარლამენტი ისმენს, როგორც სიტუაციის შეფასებისას, ასევე მისგან გამოსვლის საკითხში. ევროპარლამენტმა მიიღო ორწლიანი შეფასების ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი და გამოიტანა ვერდიქტი „ქართულ ოცნებაზე“, გამოხატა უდიდესი მხარდაჭერა და, ფაქტობრივად, უდიდესი პატივისცემა ყველა პოზიციის, გრძნობისა და მოსაზრების მიმართ, რომლებიც გამოითქმის რუსთველზე და ჩვენს დიდ პროევროპულ, პროქართულ ბრძოლაში.“ აქ, ამ რეზოლუციაში ნათქვამია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ კონკრეტულ სადამსჯელო გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ძალიან მტკივნეულია. ევროპა მზადყოფნას გამოთქვამს მოქმედებისთვის. ამიტომ, ეს ნამდვილად ძალიან დიდი გამარჯვებაა ჩვენი პროდასავლური, პროქართული, პროეროვნული, ეროვნული ბრძოლისთვის. ყველა ადამიანმა, ვინც იბრძვის, მიუხედავად იმისა, ახლა ციხეშია თუ არა, გვიყურებს თავისი საკნიდან, დგას თუ არა ის რუსთველზე, ეზოშია თუ სხვაგან, უნდა იცოდეს, რომ თქვენს ყველა ქმედებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მათ ესმით მსოფლიოს, ევროპის ყველაზე ძლიერი სახელმწიფოების წარმომადგენლები“, - განაცხადა ელენა ხოშტარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)