|
2025-07-07 17:32:50, 2058 ნახვა
საზოგადოება
ტაძარი სიკეთის სოფელში - ადგილობრივი და საერთაშორისო თანამშრომლობის მაგალითი
7 ივლისი იოანე ნათლისმცემლის დაბადების დღეა, რომელსაც მთელი მართლმადიდებული სამყარო ზეიმობს. ამ განსაკუთრებულ დღეს, გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბნის ღვისმშობლის მიძინების ტაძრის ეზოში წარმატებული ღონისძიება ჩატარდა. მამა გრიგოლ მთავარელიშვილის მიერ შესრულებული წირვის შემდეგ, ეკლესიის ეზოში ღონისძიება გაიმართა, რომლის ამომავალი წერტილი ბავშვებზე ზრუნვა და მათთვის სიხარულის მინიჭება იყო. ღონისძიების ორგანიზატორი იყო "ონკოლაინ ჯორჯია" - საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც 8,100+ წევრს აერთიანებს და მიზნად ისახავს ონკოპაციენტების, შშმ პირებისა და სხვადასხვა ინკლუზიური ჯგუფების სოციალიზაციასა და აქტიურ ცხოვრებაში ჩართულობას. მიმდინარე წელს ონკოლაინ ჯორჯია ახალ ეტაპზე გადადის და აფუძნებს მწვანე სოციალურ საწარმოს - "კახეთი ივენთს", რომელიც შეიქმნა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი SKYE NET პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებდა World Vision საქართველო. ჩვენი ინიციატივა ახალგაზრდული სოციალური მეწარმეობის კონკურსში ერთ-ერთ გამარჯვებულად დასახელდა და სექტემბრის ბოლოს სოციალური საწარმოს ოფიციალურად ვხსნით. "კახეთი ივენთი" მომავალში განახორციელებს ეკოლოგიურად სუფთა, ცირკულარულ მასალებზე დაფუძნებულ ივენთ საქმიანობას და ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებასა და ახალგაზრდების დასაქმებას შეუწყობს ხელს. მამა გრიგოლ მთავარელიშვილის ხელმძღვანელობით და აქტიური ჩართულობით ნათლისმცემლობის დღესასწაულის ორგანიზების პროცესი იყო საინტერესო და განსაკუთრებული, აღნიშნული თბილი ატმოსფერო ყველა სტუმარსა თუ ღონისძიების მონაწილეს თავს კომფორტულად აგრძნობინებდა. მადლობა ჩვენს პარტნიორ კომპანიებს - მადარტი, პეპელა,წინანდლის მამული და გუდვილი - რომლებმაც დაგვანახეს, რომ ბიზნესისა და საზოგადოების ერთობა შეუძლია რეალური ცვლილებების მოტანა. ონკოლაინ ჯორჯიას გუნდი აცხადებს, რომ აგრძელებს ასეთი პროექტების ორგანიზებას, სადაც ბიზნეს კომპანიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები ერთობლივად მუშაობენ საზოგადოების სიკეთისთვის.
ლაშა ფარულავა - ოცნების რეჟიმმა საქართველო რუსული და ირანული სისხლიანი ფულის კრიპტო-სამრეცხაოდ აქცია
შს სამინისტრო 2014 წელს, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის საქმის გამოძიების შესახებ, ასევე გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
„პეტრიოტის“ მწარმოებლები შიშობენ, რომ უკრაინა გააუმჯობესებს და შეამცირებს რაკეტების ღირებულებას - მედია
გივი მიქანაძე – სასკოლო ფორმის ტარება ემსახურება თანასწორობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)