|
2025-07-05 00:00:45, 1809 ნახვა
მსოფლიო
რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს დენი გაუთიშა
რუსეთის დამპყრობელი ჯარების თავდასხმამ ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია. ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, ჰერმან გალუშჩენკომ, საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა. „მტერმა დაარტყა ელექტროგადამცემ ხაზს, რომელიც დროებით ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს უკრაინის ერთიან ენერგოსისტემასთან აკავშირებდა. ეს ხაზი საშუალებას გვაძლევს, დავაკმაყოფილოთ ჩვენი საჭიროებები რადიაციული უსაფრთხოების დონის უზრუნველსაყოფად“, - თქვა მან. გალუშჩენკომ გაიხსენა, რომ სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან ამ ატომურმა ელექტროსადგურმა უკვე რვაჯერ განიცადა ელექტროენერგიის სრული გათიშვა და არაერთხელ აღმოჩნდა ერთი გათიშვის პირას: „ეს რუსების მიერ ბირთვული ტერორის კიდევ ერთი აქტია!“ მიმდინარე წლის მაისში, გაზეთმა „ნიუ-იორკ თაიმსმა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ რუსი ოკუპანტები უკვე ემზადებოდნენ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკუთარ ენერგოსისტემასთან დასაკავშირებლად. „გრინპისის“ ახალი ანგარიშის თანახმად, რუსეთი ოკუპირებულ სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში ელექტროგადამცემ ხაზებს აშენებს. უკრაინამ საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოში პროტესტი შეიტანა მოსკოვის მიერ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის ხელახლა მიერთების გადაწყვეტილების გამო. გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციას სურს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მუშაობის განახლება, რომლის ენერგობლოკებიც ცივი რეჟიმით გათიშულია. უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო აღნიშნავს, რომ ამ აღდგენამ შეიძლება საგანგებო სიტუაციები გამოიწვიოს, რომელთა შედეგებსაც მთელი ევროპის კონტინენტი იგრძნობს. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სადგური ხელახლა ამუშავებისთვის მზად არ არის და რუსეთის ფედერაციას მისი უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველყოფა არ შეუძლია.
მორგოშიამ თქვა, რომ ფარცხალაძეს ალტ-ინფოს ტელევიზიის 50%-იანი წილის ყიდვა სურდა
ოცნების პარლამენტმა გრანტების კანონში გამკაცრებული ცვლილებები საბოლოოდ დაამტკიცა
პაპუაშვილი: ენმ-ის დანაშაულების კომისიის დასკვნა ინგლისურად ვთარგმნეთ, გადაეცა საელჩოებს
მარჯანიშვილის მეტროსთან არასრულწლოვანმა გოგოებმა იჩხუბეს, დაწყებულია გამოძიება
|
რედაქტორის რჩევით
„ისტორიული განაჩენი“. ირანის ლიდერი ნათესავებთან ერთად საკუთარ რეზიდენციაში ისრაელის საჰაერო ძალების 30 ბომბის შედეგად დაიღუპა
ომის კიდევ ერთი წელი თუ მშვიდობის შანსი? როგორ აღნიშნავს უკრაინა რუსული შეჭრის მეოთხე წლისთავს
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთს 2027 წლისთვის ოდესასა და დნეპრის დაკავება სურს
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინა დაბომბეს, ხარკოვში 14 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის 7 წლის ბავშვი
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)