20:05 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-04 20:55:07, 620 ნახვა

პოლიტიკა
ყაველაშვილი -შევიწყალებ პოლიტიკოსებს, თუ არჩევნებში მონაწილეობას დაადასტურებენ

ივანიშვილის პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მსჯავრდებულ ოპოზიციონერ ლიდერებს სთავაზობს, მას შეწყალების თხოვნით მიმართონ.

ყაველაშვილი პოლიტიკოსებს დათქმას უწესებს და მოითხოვს, რომ შეწყალების შესახებ განცხადებაში ოპოზიციონერებმა დაადასტურონ "საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ".

ივანიშვილის პრეზიდენტი წერს, რომ მსგავსი განცხადებით მიმართვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოსცემს აქტს შესაბამისი მსჯავრდებულის შეწყალებაზე.

"ზუსტად სამ თვეში, 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელშიც საქართველოს მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულო უნდა აირჩიოს. 

მნიშვნელოვანია, ამ არჩევნებში სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არის რეგისტრირებული და არჩევნებში მონაწილეობის სურვილს გამოხატავს. ასევე მნიშვნელოვანია, სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარება ყველა პოლიტიკურმა პარტიამ შეძლოს. 

როგორც საზოგადოებას მოეხსენება, რამდენიმე პოლიტიკური პარტიის კონკრეტული ლიდერები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იხდიან სასჯელს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. ამ გარემოების გათვალისწინებით, ვთავაზობ ყველა შესაბამის მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მომმართოს განცხადებით შეწყალების შესახებ და იმავე განცხადებით დაადასტუროს საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. ამგვარი განცხადებით მომართვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შესაბამისი მსჯავრდებულების შეწყალების თაობაზე" - ნათქვამია ყაველაშვილის განცხადებაში.

ცნობისთვის, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე ციხეში არიან: კოალიცია ცვლილებისთვის 3 ლიდერი - ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ზურაბ ჯაფარიძე და ლელოს 2 ლიდერი - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე და სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მარკეტა გრეგოროვა: „იმედმა“ და სხვა პროსამთავრობო არხებმა ევროპარლამენტის წესები დაარღვიეს
ტროტუარზე დგომის საბაბით ბუკა პეტრიაშვილს 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics