12:38 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-04 16:14:47, 1245 ნახვა

პოლიტიკა
ნაციონალური მოძრაობა - ივანიშვილის რეჟიმი და საქართველოს ეროვნული ინტერესები შეუთავსებელია

 “ივანიშვილის რეჟიმი და საქართველოს ეროვნული ინტერესები შეუთავსებელია. - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებაში წერია.

მათივე განცხადებით, მათი მოქმედება ეუთოს საპარლამენტო ანსაბლეაზე არის, საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დევნილების ღალატი.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ: არ ვცნობთ ე.წ. ხელისუფლებას, რომელიც რუსეთის გვერდით დგას და საკუთარ ხალხს უცხადებს ომს!

“ქართულმა ოცნებამ” ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მხარი არ დაუჭირა დეკლარაციას, რომელიც სირიას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გაუქმებისკენ მოუწოდებს, აგრეთვე შეიცავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ ჩანაწერებს.

ივანიშვილის რეჟიმი და საქართველოს ეროვნული ინტერესები შეუთავსებელია.

 

ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ჩვენი დევნილების ღალატი.  ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ, აგრეთვე მკაფიოდ დააფიქსირა:

– საქართველოში უნდა ჩატარდეს ახალი სამართლიანი და თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები,

– დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს ყველა პოლიტიკური პატიმარი,

– უნდა გაუქმდეს რუსული კანონი.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ: არ ვცნობთ ე.წ. ხელისუფლებას, რომელიც რუსეთის გვერდით დგას და საკუთარ ხალხს უცხადებს ომს!  ყველაფერს გავაკეთებთ მათი არაღირებისა და საბოლოო ჩამოშლისათვის, რათა ჩვენს მოქალაქეებთან ერთად დავაბრუნოთ ქვეყანა ევროპულ გზაზე, რაც საქართველოს გამთლიანებისა და დევნილების ღირსეულად დაბრუნების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.” - წერია განცხადებაში





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
“ნაციონალურ მოძრაობას“ შსს-მ რიყის დოქებთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის განართვის ნებართვა არ მისცა
რუსთავში მარტოხელა დედას სამი შვილით ბინიდან ასახლებენ - ვიდეო
ირანის ელჩი თბილისში საელჩოს ფასადზე ქეთევან დედოფლის გამოსახულების განათებას ეხმაურება
ჰეგსეთმა პენტაგონს დაავალა, შუალედურ არჩევნებში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics