|
2025-07-01 18:57:49, 1355 ნახვა
სამართალი
მარიხუანისა და კანაფთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრების შესახებ ცვლილებათა პაკეტი პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა
ყველას, ვისაც 5-დან 70 გრამამდე გამომშრალ მარიხუანას აღმოუჩენენ, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება - "ქართული ოცნება" კანონს ამკაცრებს. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად ითვლება სასჯელის დაწესება 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის შეძენისა და ფლობისთვის. შესაბამისად პარლამენტი კანონს დაჩქარებული წესით ამკაცრებს. აღნიშნული კანონპროექტი ხვალ, სავარაუდოდ, მესამე მოსმენით დამტკიცდება. კანონპროექტის მიხედვით: 10 გრამამდე კანაფის, 5 გრამამდე გამომშრალი (10 გრამამდე ნედლი) მარიხუანის შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა დაისჯება ადმინისტრაციული წესით, განმეორების შემთხვევაში კი სისხლის სამართლის წესით (ჯარიმით ან პატიმრობით); 6 წლამდე პატიმრობით დასჯიან მათ, ვისაც 10 გრამიდან 155 გრამამდე კანაფს ან 5 გრამიდან 70 გრამამდე გამომშრალ (ან 10 გრამიდან 150 გრამამდე ნედლ) მარიხუანას აღმოუჩენენ; 5-დან 8 წლამდე პატიმრობა იქნება 155-დან 750 გრამამდე კანაფის ან 70-დან 250 გრამამდე გამომშრალი (140-დან 500 გრამამდე ნედლი) მარიხუანის შეძენა-შენახვისთვის; 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა იქნება 750 გრამზე მეტი კანაფის ან 50 გრამზე მეტი გამომშრალი (500 გრამზე მეტი ნედლი) მარიხუანის შეძენა-შენახვისთვის. „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივით, ცვლილებები შედის „სისხლის სამართლის კოდექსში“. კერძოდ, 260-ე მუხლს დაემატება ჩანაწერი, რომლითაც მარიხუანა და კანაფი სხვა ნარკოტიკულ საშუალებებს გაუთანაბრდება, ასევე ამოიღებენ იმ ჩანაწერს, რომელშიც წერია, რომ ამ ნივთიერებებზე გამონაკლისი მოქმედებდა. ასევე, დამატებით მკაცრდება ადმინისტრაციული სასჯელი. თუკი აქამდე მცირე ოდენობით მარიხუანის მოყვანისთვის 500 ლარამდე ჯარიმა იყო გათვალისწინებული, ახლა კანონში ჩაიწერება, რომ ადამიანს დააჯარიმებენ 500-დან 5000 ლარამდე. პატიმრობის შეფარდების მაქსიმალური ვადა 15 დღის ნაცვლად 60 დღე გახდება.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)