14:40 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-01 10:36:39, 830 ნახვა

მსოფლიო
დანია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

დანიამ დღეს პოლონეთისგან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა ექვსი თვით ოფიციალურად გადაიბარა.

Euronews-ი წერს, რომ ახალი თავმჯდომარე ქვეყნის დღის წესრიგის ორი მთავარი პრიორიტეტი უსაფრთხოება და კონკურენტუნარიანობაა.

გამოცემა ხაზს უსვამს, რომ თავმჯდომარე ქვეყნის ამოცანა, როგორც წესი, რთული გამოწვევაა, მაგრამ ის უფრო რთული იქნება იმ უკიდურესი გაურკვევლობისა და არასტაბილურობის შედეგად, რომლის წინაშეც ევროკავშირი დღეს დგას.

„უსაფრთხოება ნათლად არის განსაზღვრული, როგორც მთავარი პრიორიტეტი. გვაქვს ნატოს ახალი მიზანი, რომელიც მიღებულია. ამისათვის ჩვენ გვჭირდება ევროპის გადაიარაღება. როგორც კი ნატო-ს მიზანი მიღწეული იქნება, სხვა საკითხების უმეტესობა ევროკავშირის პოლიტიკაზე იქნება დამოკიდებული. ევროპის უსაფრთხოების მდგომარეობა არასტაბილურია და რადგან არასტაბილურია, საშიშია“, - განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა გამოცემა Politiken-თან ინტერვიუში, რომელიც ორი დღის წინ გამოქვეყნდა.

ცნობისთვის, დანია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა მერვედ გახდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია კობახიძისგან ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე განმარტებას ითხოვს
GCCA: ფუდ გალერი ჯორჯიას მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტი დავუდგინეთ
ოზურგეთის მერი გადადგა
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? - გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics