14:23 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-30 15:07:23, 692 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი - ელენე ხოშტარია არის ერთ-ერთი ოპოზიციონერი საქართველოს წინააღმდეგ

ელენე ხოშტარია არის ერთ-ერთი ოპოზიციონერი საქართველოს წინააღმდეგ, ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს გარკვეულ პოზიციებში უპირისპირდებიან, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, „ევროპარლამენტის რეზოლუციაში ნათქვამია, რომ არ უნდა აღიარო სახელმწიფო, ბოიკოტი უნდა გამოუცხადო არჩევნებს, მაგრამ არჩევნებში მონაწილეობა შეიძლება არანაკლებ შედეგიანი გამოდგეს, თუ მთავარი თემა იქნება უზრუნველყოფილი, რაც არის საქართველოში დესტაბილიზაციის პროცესის განვითარება“.

„ელენე ხოშტარია თავის გამოჩენას ცდილობს, რესურსის დემონსტრირებას თუ რას, ამას ვერ გეტყვით ისევე, როგორც გედი ფოფხაძის იდეებზე – სულ თავს სწირავდა და კვდებოდა, ან იმარჯვებდა, როცა „ნაცმოძრაობას“ ებრძოდა, მაგრამ ახლა „ნაცმოძრაობასთან“ ერთად „ქართულ ოცნებას“ ებრძვის. ბარნაბა ეძგვერაძესავით არის“, – განაცხადა ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
“ნაციონალურ მოძრაობას“ შსს-მ რიყის დოქებთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის განართვის ნებართვა არ მისცა
რუსთავში მარტოხელა დედას სამი შვილით ბინიდან ასახლებენ - ვიდეო
ირანის ელჩი თბილისში საელჩოს ფასადზე ქეთევან დედოფლის გამოსახულების განათებას ეხმაურება
ჰეგსეთმა პენტაგონს დაავალა, შუალედურ არჩევნებში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics