15:14 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-28 15:52:58, 775 ნახვა

პოლიტიკა
იაგო ხვიჩია - შეუთავსებელია, მიზნად გქონდეს „ქოცების“ დამხობა და საკუთარ ჯანმრთელობას აზიანებდე

ერთმანეთთან შეუთავსებელია, მიზნად გქონდეს „ქოცების“ დამხობა და საკუთარ ჯანმრთელობას აზიანებდე, ვფიქრობ, გზა, რომლითაც მიზნამდე მიდიხარ, ამ მიზანს უნდა შეესაბამებოდეს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, ინდივიდუალურ გმირობას ადამიანს ვერ აუკრძალავ, რაც ყოველთვის ადამიანურ მღელვარებას იწვევს.

„ერთმანეთთან შეუთავსებელი ორი რაღაც მგონია – ერთი, მიზნად გქონდეს „ქოცების“ დამხობა და მეორე, საკუთარ ჯანმრთელობას აზიანებდე. ვფიქრობ, გზა, რომლითაც მიზნამდე მიდიხარ, ამ მიზანს უნდა შეესაბამებოდეს. ეს არის ამ პრობლემაზე ლოგიკური მსჯელობა, თორემ, ისე, რასაკვირველია, ინდივიდუალურ გმირობას ადამიანს ვერ აუკრძალავ და ყოველთვის ეს ადამიანურ მღელვარებას იწვევს როგორც წესი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მისი თქმით, შიმშილობით რა შედეგი შეიძლება, მიიღოს ელენე ხოშტარიამ მედიამ „ქართულ ოცნებას“ უნდა ჰკითხოს.

„არ ვიცი რა შედეგი შეიძლება, მიიღოს ელენე ხოშტარიამ, „ქართულ ოცნებას“ უნდა ჰკითხოთ. მე მაინც მგონია, რომ ერთის მხრივ, რეჟიმი გეგონოს რუსული, პუტინის მიერ მართვადი და თან რევოლუციას აპირებდე, გქონდეს ომედი, რომ ის ადამიანი შიმშილობის გამო შეწუხდება, საკუთარ მიზნებზე უარს იტყვის – ერთმანეთთან შეუსაბამოა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კითხვაზე, რევოლუციის გზა და ხელისუფლების დამხობა როგორ წარმოგიდგენიათ, იაგო ხვიჩია პასუხობს, რომ „სანამ რევოლუციურ კომიტეტში არ დამპატიჟებენ, არ დავიჯერებ, რომ ამ ქვეყანაში ვინმე რევოლუციას აწყობს“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
“ნაციონალურ მოძრაობას“ შსს-მ რიყის დოქებთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის განართვის ნებართვა არ მისცა
რუსთავში მარტოხელა დედას სამი შვილით ბინიდან ასახლებენ - ვიდეო
ირანის ელჩი თბილისში საელჩოს ფასადზე ქეთევან დედოფლის გამოსახულების განათებას ეხმაურება
ჰეგსეთმა პენტაგონს დაავალა, შუალედურ არჩევნებში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics