15:58 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-27 20:45:18, 861 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - გახარიასგან განსხვავებით, მივიჩნევ, რომ ვისაც ივანიშვილი იჭერს, პოლიტპატიმარია და უნდა გათავისუფლდეს!

ბატონი გახარია დაუშვებლად მიიჩნევს ჩემს გათავისუფლებას, ვინაიდან „ეს გამოიწვევდა დესტაბილიზაციას", არა მგონია თვითონ ახლა ძალიან სტაბილურად გრძნობდეს თავს და პირადად მე მსურს მის მიმართ სოლიდარობა გამოვხატო, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მიხეილ სააკაშვილი ასევე სოლიდარობას უცხადებს კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკავებულ „ლელოს" ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძესაც და წერს, რომ „ისინი იმსახურებენ ჩვენს თანადგომას და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ“.

მისივე თქმით, სოლიდარობა არის ის მთავარი ღერძი, რის გარშემოც უნდა აიგოს ბრძოლა და რასაც უნდა დაეფუძნოს „პროვინციული ტირანიის“ დამარცხება.

„ახლა ვიღაცები მახსენებენ, რომ მამუკა ხაზარაძეს არ მოსწონდა, რომ მე როგორც პატიმარს ვიდეო ჩართვების საშუალებას მაძლევდნენ. ჩემი პასუხი ამაზე მარტივია - ამას ახლა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

მამუკამ და ბადრიმ გამოიჩინეს პრინციპულობა, როცა უარი თქვეს არალეგიტიმურ ორგანოსთან თანამშრომლობაზე და ისინი იმსახურებენ ჩვენს თანადგომას და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ.

აღარც იმას აქვს მნიშვნელობა, რომ ჩემი "განაჩენები" ეფუძნება ირაკლი ოქრუაშვილის ცრუ ჩვენებებს. ის ციხეში ამის გამო კი არ ზის, არამედ სწორი საქციელისთვის და მის მიმართ სოლიდარობა აუცილებელია.

ბატონი გახარია დაუშვებლად მიიჩნევს ჩემს გათავისუფლებას ვინაიდან "ეს გამოიწვევდა დესტაბილიზაციას" არა მგონია თვითონ ახლა ძალიან სტაბილურად გრძნობდეს თავს და პირადად მე მსურს მის მიმართ სოლიდარობა გამოვხატო. მისგან განსხვავებით მე მივიჩნევ, რომ ყველა ვისაც ივანიშვილი იჭერს არის პოლიტპატიმარი და უნდა გათავისუფლდეს!

საერთოდ სოლიდარობა არის ის მთავარი ღერძი რის გარშემოც უნდა აიგოს ჩვენი ბრძოლა და რასაც უნდა დაეფუძნოს პროვინციული ტირანიის დამარცხება.

ისე, ისიც ფაქტია, იმან, რომ თავის დროზე ივანიშვილს ჩემი დაჭერა გაუვიდა, გაუხსნა მას ხელი დღევანდელი მასობრივი რეპრესიებისთვის”, - წერს მიხეილ სააკაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საია - ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსება არ შეიძლება ავტომატურად შეფასდეს ოკუპანტი ძალის პროვოცირებად, იგი ემსახურებოდა მცოცავი ოკუპაციის შეკავებას
დიზელის ფასი 5 ლარამდე გაიზარდა, ბენზინის - ₾4-მდე
ერთი გაბედული ნაბიჯი ახალი შესაძლებლობებისკენ – გაიცანით ანასტასია, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი UWC პროგრამაში
პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, ერთიანი, 100 000-ლარიანი ზღვრის დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics