|
2025-06-27 16:39:46, 839 ნახვა
მსოფლიო
მაია სანდუ - ევროპული მომავლის მშენებლობის მიმართ ერთგულები ვრჩებით
თბილად მივესალმები ევროკავშირის საბჭოს დასკვნით დოკუმენტს, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს მოლდოვას სუვერენიტეტის, მდგრადობისა და ევროკავშირში გაწევრიანების გზის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას, - ამის შესახებ მოლდოვას პრეზიდენტი, მაია სანდუ სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. “ვაფასებთ ჩვენი რეფორმების პროგრესის აღიარებას და ყველა მოლდოველისთვის ევროპული მომავლის მშენებლობის მიმართ ერთგულები ვრჩებით“, - წერს სანდუ. შეგახსენებთ, გუშინ გამართული ევროპული საბჭოს სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნით დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროპული საბჭო მოუთმენლად ელის მოლდოვა-ევროკავშირის პირველ სამიტს, რომელიც 2025 წლის 4 ივლისს გაიმართება და კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას მოლდოვას რესპუბლიკის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, მდგრადობისა და ეკონომიკური განვითარების მიმართ. „ევროკავშირი გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას მოლდოვას რესპუბლიკასთან, რათა გააძლიეროს ქვეყნის მდგრადობა და სტაბილურობა იმ ფონზე, როცა რუსეთი მუდმივად ახორციელებს დესტაბილიზაციის გამომწვევ საქმიანობას, მათ შორის ჰიბრიდულ თავდასხმებს, რომლის მიზანიც ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების შელახვაა“, - აღნიშნულია დოკუმენტში. მანამდე, რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუსორ დანმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პირველ კლასტერს 4 ივლისს გახსნის და ეს კიშინიოვში ევროკავშირი-მოლდოვას სამიტის დროს მოხდება.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)