|
2025-06-27 13:13:20, 984 ნახვა
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი - უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შევაჩერეთ
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შევაჩერეთ, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა. მისი თქმით, საჯარო კონსულტაცია VOKS 2025-ში 2 მილიონზე მეტმა ხმამ უნგრეთის მთავრობას დემოკრატიული მანდატი მიანიჭა, წინააღმდეგობა გაუწიოს ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას. პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები წევრ სახელმწიფოებს შორის მხოლოდ ერთხმად შეიძლება გაგრძელდეს. „ჩვენ არ დავთანხმდით. თუ ომში მყოფ ქვეყანას მივიღებთ, რუსეთთან ომში ჩაგვითრევენ“, - აღნიშნა ორბანმა. შეგახსენებთ, ხუთშაბათს უნგრეთის მთავრობამ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ქვეყანაში ჩატარებული საჯარო კონსულტაციის საბოლოო შედეგები გამოაცხადა, რომლის თანახმადაც, ამომრჩეველთა 95%-მა ხმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ მისცა.
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
რუსეთი შავ ზღვაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერებაზე თურქეთის შეთავაზებას უარყოფს
სომხეთში „გაზპრომ-სომხეთის“ თანამშრომლები მექრთამეობის ბრალდებით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)