15:58 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-27 11:36:01, 566 ნახვა

პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - როგორ უნდა დაიცვას რუსების ციხემ გივი თარგამაძე ციხეში რუსებისგან?

როგორ უნდა დაიცვას რუსების ციხემ გივი თარგამაძე ციხეში რუსებისგან? - წლებია, რას არ აბრალებდნენ გივის, მაგრამ მაინც რუსულ კომისიაზე მიუსაჯეს - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გივი თარგამაძისთვის პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო 7 თვით თავისუფლების აღკვეთას ეხმაურება.

როგორც ის აღნიშნავს, „ქოცები“ არიან რუსები“.

„როგორ უნდა დაიცვას რუსების ციხემ გივი თარგამაძე ციხეში რუსებისგან? ჰააგაში საქართველოს მოწმე, რომელსაც რუსები წლებია ემტერებიან. “ქოცები” არიან რუსები. წლებია, რას არ აბრალებდნენ გივის, მაგრამ მაინც რუსულ კომისიაზე მიუსაჯეს“,- წერს ხატია დეკანოიძე.

შეგახსენებთ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გივი თარგამაძე სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამასთან 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა. სხდომას არ ესწრებოდა გივი თარგამაძე, მას არც საბოლოო სიტყვის უფლებით უსარგებლია. გივი თარგამაძე პარლამენტში, დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მიცემისთვის 3 აპრილს დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულის შემდეგ მას ბრალი წაუყენეს, სასამართლომ კი აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა. ცნობისთვის, გივი თარგამაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საია - ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსება არ შეიძლება ავტომატურად შეფასდეს ოკუპანტი ძალის პროვოცირებად, იგი ემსახურებოდა მცოცავი ოკუპაციის შეკავებას
დიზელის ფასი 5 ლარამდე გაიზარდა, ბენზინის - ₾4-მდე
ერთი გაბედული ნაბიჯი ახალი შესაძლებლობებისკენ – გაიცანით ანასტასია, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი UWC პროგრამაში
პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, ერთიანი, 100 000-ლარიანი ზღვრის დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics