|
2025-06-24 16:50:03, 735 ნახვა
პოლიტიკა
იაგო ხვიჩია - მსოფლიო ისტორიიდან არ მახსენდება ეპიზოდი, როცა წინასწარ აანონსებდნენ რევოლუციის კონკრეტულ დღეს და იმ დღეს მომხდარიყო
მსოფლიო ისტორიიდან არ მახსენდება ეპიზოდი, როცა წინასწარ აანონსებდნენ რევოლუციის კონკრეტულ დღეს და იმ დღეს მომხდარიყო, რევოლუცია არის ყოველდღიური პროცესების შედეგი, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. ხვიჩიას კითხვა დაუსვეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „ ივანიშვილს დამხობის გარეშე ვერ დავამარცხებთ, უნდა მოხდეს ეროვნული, სახალხო მობილიზება, ბუნებრივი დედლაინი გვაქვს 4 ოქტომბერს, მანამდე თუ მოხდება, კიდევ უკეთესი“. „ხაბეიშვილის ერთ-ერთი მსგავსი განმარტების მიხედვით, მიშა ახლა უკვე გარეთ უნდა იყოს, ამიტომ მაგაში არ შევალ. რაც შეეხება ოპოზიციასთან კომუნიკაციას, არავინ გამოჩენილა. მგონი, ჯერ ისიც არ არის გადაწყვეტილი, „ლელოს“ და გახარიას გეგმები იცვლება თუ – არა. შესაბამისად, სწორი არ იქნება, ვილაპარაკო მანამდე, ვიდრე ამ ხალხს საკუთარი პოზიცია არ გამოუხატავს. შევხედოთ ვითარებას. საერთოდ ვერ ვხვდები, ეს სიგიჟე რატომ ხდება ქვეყანაში, ვის ინტერესებში შედის. ზოგადად, მსოფლიო ისტორიიდან არ მახსენდება ეპიზოდი, როდესაც წინასწარ აანონსებდნენ, ამ დღეს მოვახდენთ რევოლუციასო და იმ დღეს მომხდარიყო. მგონი, რევოლუცია არის იმ პროცესების შედეგი, რაც ყოველდღიურად უნდა აკეთო და არა ის, რომ შენ ერთ კონკრეტულ დღეს ელოდო და იმ დღეს მოხდეს რევოლუცია. ვერ გეტყვით, მე არაფერ შუაში ვარ ამათთან. ჯერჯერობით ვაკვირდები, რა ხდება ჩვენ გარშემო და ვიდრე სრულ წარმოდგენას არ შევიქმნი, არ მინდა, ვინმეზე ზედმეტი ვთქვა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ. რაც შეეხება ოპოზიციის ქმედებებს, საკითხის შეფასებისას იაგო ხვიჩიამ აღნიშნა: „ლელო“ იქნებ, ციხიდან მაინც მიხვდეს და ტელევიზია, რომელიც პრივატიზებული აქვთ, ციხეში ყოფნის პერიოდში მაინც დაუთმონ სხვა ვინმესაც. იქნებ, ვინმემ მათი გათავისუფლების გზები მოიფიქროს, რადგან მათი მოქმედებები აქამდე ყველაფერს ახშობდა, რაც საპროტესტოს წარმოადგენდა ამ ქვეყანაში. არჩევნებში მონაწილეობის მიუხედავად რომ ციხეში აღმოჩნდნენ, სულ მცირე, უნდა დაფიქრდნენ, რომ საკუთარი რესურსები განსხვავებული აზრისთვის ბლოკირებული არ ჰქონდეთ. ვიდრე რამეს მოიფიქრებ, ჯერ ლაპარაკი უნდა დაიწყო. იცით, რომ ამ ქვეყანაში სალაპარაკო სივრცეები ოპოზიციის მხრიდან „ლელოს“ ეკუთვნის და ის დახშულია. ვიდრე დახშულია, ჩავთვლი, რომ ისინი არაფერს აკეთებენ ციხიდან გამოსასვლელად. მგონი, მიშა გამოხატავს ხოლმე პერმანენტულად სოლიდარობას დაჭერილი ხალხის მიმართ და დანარჩენი „ნაცების“ პოზიცია არ ვიცი, რამდენად უნდა ჩავთვალოთ „ნაცმოძრაობის“ პოზიციად“. კიდევ ერთ კითხვას, „შესაძლებელია თუ არა, რომ ხაბეიშვილის პოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციად არ იყოს წარმოჩენილი?“, იაგო ხვიჩიამ უპასუხა: „პირველ რიგში, ეს არის ხაბეიშვილის პოზიცია და შემდეგ „ნაცების“. მოგეხსენებათ მიშა „ნაცების“ სულიერი ლიდერია და ერთმანეთისგან არ განსხვავდება“.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)