02:03 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-19 12:11:49, 1342 ნახვა

მსოფლიო
ბრიუსელში სპეც-ოპერაციის შედეგად პარიზის ტერაქტის ერთ-ერთი ორგანიზატორი დააკავეს

ბრიუსელში, მოლენბეკის რაიონში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, 13 ნოემბრის პარიზის ტერაქტებში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი სალეჰ აბდესლამი ფეხში დაიჭრა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედია საშუალების ინფრომაციით ის, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აბდესლამი პარიზში მომხდარი ტერაქტების შემდეგ ძებნაში იყო გამოცხადებული. ის ანტიტერორისტული სპეც-ოპერაციის ჩატარებისას დაიჭირეს, რომელიც ბელგიაში პარიზის ტერაქტის შემდეგ მიმდინარეობს.

ცნობისთვის, სპეც-ოპერაცია მოლენბეკის რაიონში გამიზნულად მიმდინარეობს, რადგან გამოძიების ინფორმაციით ტერაქტის ორგანიზატორები და მონაწილეები სწორედ ამ რაიონიდან არიან.

როგორც BBC იუწყება, აბდესლამის გარდა, კიდევ ერთი პირია დაკავებული, თუმცა მისი ვინაობა ჯერ არ სახელდება. მესამე ტერორისტი სპეც-ოპერაციის ჩატარების დროს, სროლის შედეგად გარდაიცვალა.

ცნობისთვის, მოლენბეკის რაიონში ანტიტერორისტული ოპერაცია პარასკევს დაიწყო. საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ამჟამად ბრიუსელში იმყოფება.

BBC თანახმად, ბევრი დამკვირვებელი ფიქრობს, რომ სალაჰ აბდესლამის დაკავება ტერორიზმთან საერთაშორისო ბრძოლის თვალსაზრისით, უდიდესი მოვლენაა. ის ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ტერორისტად მიაჩნდათ. აბდესლამი ბოლო ცოცხალი მონაწილეა, ვინც 2015 წლის ნოემბერში პარიზის ტერაქტების ორგანიზატორი იყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics