01:47 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-19 10:53:50, 559 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერი დავით ნარმანია წყალბურთში მერიის თასის გათამაშების გახსნას დაესწრო

თბილისის მერი დავით ნარმანია წყალბურთში მერიის თასის გათამაშების გახსნას დაესწრო.

გათამაშება თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა და მასში მონაწილეობა   წყალბურთის 6 გუნდის 78-მა მონაწილემ მიიღო.

"თბილისის მერია აქტიურად უჭერს მხარს ამ ტურნირს და ყველა მსგავს ღონისძიებას, ვინაიდან ეს დაკავშირებულია ჩვენი მომავალი თაობის ჯანსაღ ცხოვრებასთან. მნიშვნელოვანია, რომ პირველად ტარდება ასეთი მასშტაბის ღონისძიება და დარწმუნებული ვარ, საუკეთესოთა შორის საუკეთესო გუნდი გაიმარჯვებს",- განაცხადა დავით ნარმანიამ.

მერიის ინფორმაციით, გუნდები დაკომპლექტებულია 2003 წელს ზემოთ დაბადებული სპორტსმენებით. ტურნირი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. გამარჯვებულ გუნდს მერიის თასი, მონაწილეებს კი მედლები და სიგელები გადაეცემათ.

აღნიშნული ტურნირის მიზანია ნიჭიერი და პერსპექტიული სპორტსმენების გამოვლენა და მასობრივი  სპორტის პოპულარიზაცია.

ტურნირი საცურაო აუზ „ტონუსის“ ბაზაზე გაიმართა, რომლის მომსახურებით თვეში 700-ზე მეტი ადამიანი სარგებლობს. ამასთან, აუზი უფასოდ 200-ზე მეტ სოციალურად დაუცველ ადამიანს ემსახურება,  რომელთა მომსახურების ხარჯებსაც  თბილისის მერია სრულად ფარავს. 

ასევე, აუზის ბაზაზე ვარჯიშობს საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელიც 2016 წლის რიოს სპორტული თამაშებისთვის ემზადება. სპორტსმენების მომზადების ხარჯებს თბილისის მერია უზრუნველყოფს.

2015 წელს განხორციელდა კომპლექსის სრული რეაბილიტაცია და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics