19:23 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-22 18:07:14, 1453 ნახვა

მსოფლიო
ჯეი დი ვენსი - ირანის ბირთვული პროგრამა მნიშვნელოვნად დავხიეთ უკან

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, აშშ-ის საჰაერო დარტყმებმა მნიშვნელოვნად შეაფერხა ირანის ბირთვული პროგრამა.

„არ მინდა მგრძნობიარე სადაზვერვო მონაცემებში შევიდე, მაგრამ ვიცით, რომ გუშინ ღამით ირანის ბირთვული პროგრამა მნიშვნელოვნად დავხიეთ უკან, წლებით, თუ მეტით“, - აღნიშნა ჯეი დი ვენსმა ABC-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, შეერთებული შტატები ირანთან ომში არ არის.

„ჩვენ არ ვართ ომში ირანთან - ჩვენ ვართ ომში ირანის ბირთვულ პროგრამასთან. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა გუშინ ღამით გადამწყვეტი ზომები მიიღო ამ პროგრამის გასანადგურებლად“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics