13:23 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-20 12:55:59, 901 ნახვა

მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - მოლაპარაკებები არცერთ მხარესთან არ იქნება, სანამ ისრაელის აგრესია არ შეწყდება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, თეირანი არცერთ მხარესთან არ გამართავს მოლაპარაკებებს მანამ, სანამ ისრაელი ირანზე თავდასხმებს არ შეწყვეტს.

ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ამის შესახებ ირანის სახელმწიფო ტელევიზიასთან განაცხადა.

მისი თქმით, შეერთებულ შტატებს ირანის ბირთვული პროგრამის საკითხის განსახილველად მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება სურს, თუმცა თეირანმა ამ მოთხოვნაზე უარი განაცხადა.

„აშშ-სთან მოლაპარაკებების ადგილი არ იქნება მანამ, სანამ ისრაელის აგრესია არ შეწყდება“, - აღნიშნა აბას არაღჩიმ და შეერთებული შტატები ირანის წინააღმდეგ ისრაელის დანაშაულის პარტნიორობაში დაადანაშაულა.

ცნობისთვის, დღეს ჟენევაში ირანის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, აბას არაღჩის, დევიდ ლემის, იოჰან ვადეფულსა და ჟან-ნოელ ბაროს შეხვედრაა დაგეგმილი.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ისმაილ ბაღაიმ გუშინ განაცხადა, რომ მხარეები შეხვედრაზე „ირანის ბირთვული პროგრამის საკითხებსა და ირანის წინააღმდეგ ისრაელის აგრესიის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს“ განიხილავენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
“ნაციონალურ მოძრაობას“ შსს-მ რიყის დოქებთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის განართვის ნებართვა არ მისცა
რუსთავში მარტოხელა დედას სამი შვილით ბინიდან ასახლებენ - ვიდეო
ირანის ელჩი თბილისში საელჩოს ფასადზე ქეთევან დედოფლის გამოსახულების განათებას ეხმაურება
ჰეგსეთმა პენტაგონს დაავალა, შუალედურ არჩევნებში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics