16:48 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-19 12:06:46, 1207 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკი ფინტექის მიმართულებით ქვეყანაში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო ბანკად დასახელდა

ფინტექი საქართველოს ბანკისთვის ტექნოლოგიური პროგრესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია — სფერო, რომელიც სამომხმარებლო გამოცდილებასა და ციფრულ ეკონომიკას ცვლის. სწორედ ამ მიმართულებით მიღწეული შედეგებისთვის, Global Finance-მა პირველი AI in Finance Awards 2025-ის ფარგლებში, საქართველოს ბანკი ფინტექის ქვეკატეგორიაში როგორც ქვეყნის, ისე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით საუკეთესო ბანკად დაასახელა.

საერთაშორისო გამოცემა ამ დაჯილდოების პროგრამას ახორციელებს CGI-სთან  — გლობალურ IT და საკონსულტაციო ფირმასთან პარტნიორობით, რომელიც AI-ის პასუხისმგებლიან დანერგვაშია სპეციალიზებული.

„საქართველოს ბანკისთვის საამაყოა, რომ ვართ ტექნოლოგიური ცვლილებების სათავეში და პრიორიტეტულია, შევქმნათ პროდუქტები, რომლებიც ბიზნესს საქმიანობის განვითარებაში დაეხმარება. ეს ჯილდო კი ჩვენთვის არის არა მხოლოდ საერთაშორისო აღიარება, არამედ პასუხისმგებლობა, გავაგრძელოთ ფინტექ ტრანსფორმაციის პროცესში წამყვანი როლის შესრულება“, — აცხადებს მიხეილ ნადარეიშვილი, საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

საქართველოს ბანკმა AI in Finance Awards-ის ფარგლებში, კორპორაციული მიმართულებით, ჯილდო შემდეგ ქვეკატეგორიებში მოიპოვა:

• ფინტექის ქვეკატეგორია — საუკეთესო ბანკი ქვეყნის მასშტაბით (საქართველო);
• ფინტექის ქვეკატეგორია — საუკეთესო ბანკი რეგიონის მასშტაბით (ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა).

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
უმრავლესობის სხდომა გაიმართება
კალასმა ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, კიევს საჰაერო თავდაცვის რაკეტები გადასცენ
„თეგეტა“ Farizon-ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს – გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა
28 სექტემბრის დღის ბოლოდან 1-ელი ოქტომბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics