20:08 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-18 15:29:27, 839 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტარებმა აქციების დროს დაკავებული პირებისა და პოლიტიკოსების მხარდამჭერი პერფორმანსი მოაწყვეს

ევროპარლამენტში, ევროპელმა დეპუტატებმა საქართველოში, საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულების, ასევე დაკავებული პოლიტიკოსების მხარდასაჭერად პერფორმანსი მოაწყვეს.

საკანონმდებლო ორგანოში შეკრებილ დეპუტატებს ხელში უჭირავთ ბანერები, სადაც პატიმრების ფოტოებია დატანილი. კერძოდ, ისინი მხარდაჭერას უცხადებენ დაკავებულებს: „ბათუმელების“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს, მათე დევიძეს, ნიკა მელიას, მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ჯაფარიძესა და ნიკა მელიას.

ბანერებით ისინი ასევე ითხოვენ: „შეწყდეს პოლიტიკური დევნა საქართველოში".

პერფორმანსის ამსახველ ფოტოებს „ევროსკოპი“ ავრცელებს.

ცნობისთვის, დღეს, ევროპარლამენტში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე დებატები გაიმართება.

ევროპარლამენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ევროპარლამენტარები იმსჯელებენ თემაზე: „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“. ამასთან, ხვალ ევროპარლამენტარები კენჭს უყრიან რეზოლუციას: „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
მეუფე ზენონი ირანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics