|
2025-06-18 11:47:36, 1003 ნახვა
სამართალი
ბელგიაში საქართველოს მოქალაქე დანით ავტობუსში ხალხს დაესხა თავს, ერთი მოკლა სამი დაჭრა
ბელგიის ქალაქ ანტვრეპენში ეთნიკურად ქართველმა საქართველოს მოქალაქემ სამგზავრო ავტობუსში ერთი ადამიანი მოკლა და რამდენიმე დაჭრა. ბელგიის ხელისუფლებამ მომხდარ ინციდენტს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცა. 38 წლის თავდასხმელმა რომელიც საქართველოს მოქალაქეა 76 წლის მგზავრი დანის გამოყენებით მოკლა,. სასწრაფო დახმარების სამსახურები მის გადარჩენას ცდილობდნენ, თუმცა დახმარება დაგვიანებული აღმოჩნდა. მსხვერპლი მომხდარი ტერაქტიის ადგილიდან ახლოს ცხოვრობს და, როგორც ჩანს, შემთხვევით შეირჩა. „სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების წყალობით, ჩვენ ვიცით, რომ ინციდენტის დროს როგორც ეჭვმიტანილი, ასევე მსხვერპლი უკვე ავტობუსში იმყოფებოდნენ“, - განმარტა გუშინ ანტვერპენის პროკურატურის წარმომადგენელმა კატო ბელმანსმა. ინციდენტის შემდეგ მამაკაცი ავტობუსიდან გადმოვიდა და მაშინვე პოლიციის სწრაფი რეაგირების ჯგუფის ხელში აღმოჩნდა. პოლიცია შემთხვევის ადგილზე ძალიან სწრაფად მივიდა, რადგან უკვე იყო შეტყობინება, რომ ავტობუსში ვიღაც უცნაურად იქცეოდა. თავდამსხმელი სწრაფად გაანეიტრალეს და იარაღი მაშინვე ჩამოართვეს.“ შემდეგ მან დაემუქრა სხვა კლიენტს, რომელმაც უკმაყოფილება გამოთქვა მისი საქციელით. „რა პრობლემაა, გინდა ჩხუბი?“ მაღაზიის მეპატრონის თქმით, მამაკაცს „უცნაური გამომეტყველება“ ჰქონდა და „აღელვებული“ ჩანდა. ქურდობის შემდეგ მაღაზიის მეპატრონე პოლიციას დაუკავშირდა, თუმცა ეჭვმიტანილის დაკავება ვერ შეძლეს. ეჭვმიტანილი 38 წლის ქართული წარმოშობის მამაკაცია. ასევე, ამ დროისთვის არ არსებობს ინფორმაცია მისი ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ. ინციდენტის შემდეგ, ის პირველად საავადმყოფოში ფსიქიატრმა გასინჯა. ანტვრეპენის პროკურატურა მოქალაქეებისადმი განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ თვითმხილველებს გამოძიებასთან თანამშრომლობას თხოვენ. „გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ყველა შესაძლო ხელმისაწვდომი სურათი გროვდება. გაქვთ თუ არა რაიმე სურათი ვაასლენდის გვირაბის მიმართულებით მიმავალი 36-ე ავტობუსის მარშრუტზე მომხდარი ინციდენტიდან? მაშინ დარეკეთ უფასო ნომერზე 0800 123 12.“ - წერია განცხადებაში. "ექსპრესნიუსი" ცდილობს თავდამსხმელის ვინაობის გარკვევას, ცნობილია რომ იგი ნიდერლანდებში ცხოვრობდა სადაც თავშესაფარი ჰქონდა მიღებული.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)