|
2025-06-17 13:12:01, 849 ნახვა
პოლიტიკა
„სამართლიანი არჩევნები“ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უკანონოდ აჭიანურებს „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის ცვლილების რეგისტრაციას
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) განცხადებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უკანონოდ აჭიანურებს ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის ცვლილების რეგისტრაციას. როგორც ISFED-ის განცხადებაშია აღნიშნული, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აღნიშნული ქმედება სცდება სამართლებრივ ფარგლებს და პოლიტიკური ანგარიშსწორების სახეს იღებს. „2025 წლის 23 აპრილს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (შემდგომში - „სამართლიანი არჩევნები“) გამგეობამ ორგანიზაციის ახალი აღმასრულებელი დირექტორი აირჩია. 30 აპრილს „სამართლიანმა არჩევნებმა” აღნიშნული ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) მიმართა, თუმცა სააგენტოს ეს პროცესი დღემდე არ დაუსრულებია, რითაც უხეშად არღვევს საქართველოს კანონმდებლობას და აფერხებს ორგანიზაციის საქმიანობას. „სამართლიანი არჩევნების” 30 აპრილის მიმართვის შემდეგ, 1-ელ მაისს სააგენტომ სარეგისტრაციო წარმოება შეაჩერა და ორგანიზაციას ხარვეზი დაუდგინა, რომელიც მეორე დღესვე, 2 მაისს, სრულად იქნა აღმოფხვრილი. სააგენტო ვალდებული იყო, ხარვეზის აღმოფხვრიდან მეორე დღეს გადაწყვეტილება მიეღო. მიუხედავად ამისა, ამ უწყებას 14 მაისამდე არანაირი ქმედება არ განუხორციელებია, ხოლო 14 მაისს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადების უხეში დარღვევით, მან კვლავ შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება და ახალი ხარვეზი დაადგინა, რომელიც, ასევე მეორე დღეს - 15 მაისს სრულად იქნა გამოსწორებული. მიუხედავად ყველა ხარვეზის დროულად და სრულყოფილად აღმოფხვრისა, სააგენტო დღემდე კანონმდებლობის უხეში დარღვევით არ ასრულებს სარეგისტრაციო წარმოებას და არ ახორციელებს მოთხოვნილი ცვლილების რეგისტრაციას. სარეგისტრაციო წარმოების უკანონოდ გაჭიანურება წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ვადებისა და ნორმების უხეშ დარღვევას. სააგენტოს მხრიდან „სამართლიანი არჩევნების“ სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის ხელოვნური და უკანონო გაჭიანურება ხელს უშლის ორგანიზაციის სრულყოფილ ფუნქციონირებას. იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო წლების განმავლობაში „ქართული ოცნება” ქართულ სამოქალაქო ორგანიზაციებს სხვადასხვა ხერხით ებრძვის და მაქსიმალურად ცდილობს, შეუზღუდოს საქმიანობა, „სამართლიანი არჩევნები” მიიჩნევს, რომ სააგენტოს აღნიშნული ქმედება სცდება სამართლებრივ ფარგლებს და პოლიტიკური ანგარიშსწორების სახეს იღებს“, - აღნიშნულია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ განცხადებაში.
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)