08:51 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-13 11:42:54, 666 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა გვარამია - ვემორჩილები საქართველოს კონსტიტუციას და არა „ქართული ოცნების“ კონსტიტუციას

მე ვემორჩილები საქართველოს კონსტიტუციას და არა „ქართული ოცნების“ კონსტიტუციას. ამისთვის თუ პატიმრობა უნდა გადავიხადო, კი ბატონო გადავიხდი, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მისი პროცესის პარალელურად, ის „მივა იქ, სადაც საჭიროა“.

„რა უნდა გითხრათ საქმეზე, რომელიც შეკერილია და რომელიც ყველა იმ პოლიტიკური ლიდერის მიმართ აღიძრა რომელიც იქ, იმ კომისიაზე არ მივიდა?! რეალურად კომისია კონსტრუქციის საწინააღმდეგოდ არის შექმნილი. არც მე არ მივალ, მე ვემორჩილები საქართველოს კონსტიტუციას და არა „ქართული ოცნების“ კონსტიტუციას. ამისთვის თუ პატიმრობა უნდა გადავიხადო, კი ბატონო გადავიხდი. ზუსტად ვიცი, რომ მართალი ვარ ჩემი სინდისისა და საქართველოს კონსტიტუციის წინაშე. სადაც საჭიროა, იქ მივალ და აღსრულება მოხდება - შემასახლებენ ციხეში, რუსთავის ან რომელიმე სხვაში, რასაც გადაწყვეტენ. ჩვენ ვიბრძვით რუსეთის წინააღმდეგ, ეს ის ვითარებაა, როცა ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად. „ბოლოს მაინც ჩვენ გავიმარჯვებთ“ - რაც ზურამ თქვა, იმას გავიმეორებ. ნამდვილად, ბოლოს მაინც ჩვენ გავიმარჯვებთ! ჩვენ არ გაქვს უკან დასახევი გზა, ჩვენ უკან არის ჩვენი სამშობლო. ამიტომ მზაობა უნდა იყოს ყველაფრისთვის. ეს არის ჩვენი ისტორიული მისია, ჩვენი თაობების. შესაბამისად, შეუძლებელია, რომ ეს არ აღვასრულოთ. შავი ფურცელი იქნება ისტორიაში ჩვენ, ეს თაობები თუ ვერ მოვახერხებთ ჩვენი ქვეყნის გადარჩენას. იმიტომ, რომ ეს მოახერხეს ჩვენმა წინაპრებმა, მოიტანეს აქამდე ეს ქვეყანა და ჩვენი მომავალი თაობაც ითხოვს, რომ ევროპაში შევიყვანოთ საქართველო, რაც უნდოდათ ჩვენს დიად წინაპრებს. ნამდვილად არ შემეშინდება ამის თქმა - საქართველო ძალიან მაგარი ქვეყანაა და არ უნდა ჩავაბაროთ რუსეთსა და ივანიშვილის მარიონეტულ რეჟიმს“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics