|
2025-06-12 17:32:43, 860 ნახვა
სამართალი
ნანუკა ჟორჟოლიანი - აღმოჩნდა, რომ გვიჩივლა მამუკა მდინარაძემ; პროცესი ხვალ განახლდება
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე გაირკვა, რომ „ფეისბუკ“ სტატუსის გამო, მას არა „ქართული ოცნების“ დეპუტატები თეა წულუკიანი და მარიამ ლაშხი, არამედ მამუკა მდინარაძე უჩივის. როგორც მან აღნიშნა, პროცესზე წარადგინეს მტკიცებულებები, სადაც მათ შორის პარლამენტში დეპუტატობის დროს, მიხეილ ყაველაშვილის შეურაცხმყოფელი გამონათქვამებია ასახული. „დღეს გავარკვიეთ ძალიან საინტერესო გარემოება. აღმოჩნდა, რომ თეა წულუკიანისა და მარიამ ლაშხის მაგივრად, გვიჩივლა მამუკა მდინარაძემ. სარჩელი შეუტანია მამუკა მდინარაძეს. ანუ მამუკა მდინარაძემ გადაწყვიტა, რომ სტატუსი, რომელიც მე მეწერა „დურა“ და ბატის ემოცია, ეს იყო შეურაცხმყოფელი. მარიამ ლაშხს და თეა წულუკიანს თურმე არ უჩივლია. მამუკა მდინარაძეა მომჩივანი. რა თქმა უნდა, მოვითხოვეთ წულუკიანისა და ლაშხის დაკითხვა, იმიტომ, რომ იქნებ ისინი თავს შეურაცხყოფილად არ გრძნობენ და იქნებ მამუკას ტყვეობაში არიან?! რა თქმა უნდა, ამ შენობაში არ არსებობს მოსამართლე, რომელიც მათ აქ დაბარებას გადაწყვეტს და გაბედავს. საინტერესოა, რომ ჩვენი მტკიცებულებებიც წარადგინეს, საქმეს დაურთეს. ჩვენი მტკიცებულებები იყო „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ გამოთქმული უწმაწური სიტყვები, მაშინ, როცა ისინი პარლამენტში იყვნენ, ლეგიტიმური როცა იყო პარლამენტი, მაშინ პარლამენტის წევრის და დღეს პრეზიდენტად წოდებული ყაველაშვილით დაწყებული, დამთავრებული დიმიტრი სამხარაძით. ჩვენ გვინდოდა მათთვის გვეჩვენებინა სიტყვის თავისუფლება როგორ ესმით იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს გვიჩივიან. ასევე, წარვადგინეთ 2019 წელს თეა წულუკიანის ინტერვიუ, სადაც ის ამბობს, რომ „შეურაცხყოფა ვერ გახდება დასჯადი, უწმაწური სიტყვა ვერ გახდება დასჯადი, რადგან ამ შემთხვევაში, ყველა ციხეში უნდა წავიდეთ“. მაშინ ის იუსტიციის მინისტრი იყო. 13 ივნისს, 12:00 საათზე, განახლდება პროცესი“,- განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)