|
2025-06-11 12:24:56, 1050 ნახვა
სამართალი
შსს - ჯგუფური ძალადობის ბრალდებით სამართალდამცავებმა სამი პირი უკვე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი დაპირისპირების შესახებ ასაჯაროებს ინფორმაციას. როგორც შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, დაპირისპირებაში ერთ-ერთი მონაწილე, გლდანი- ნაძალადევის სამმართველოს შენობაში „დროის მოკლე პერიოდში, შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა, სამართალდამცავებმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარება დაუყოვნებლივ გამოიძახეს და მოხდა მისი სტაციონარში გადაყვანა“, 2 დღის შემდეგ კი ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. როგორც ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით სამართალდამცავებმა სამი პირი უკვე დააკავეს. „მსურს საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ თბილისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი შემთხვევის შესახებ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი - ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, ორი პირის სხეულის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყეს, რაც სხეულის სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 7 ივნისს, რესტორანში დაწყებული ურთიერთშელაპარაკება მოგვიანებით ამავე რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდა და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაპირისპირების დროს 1998 წელს დაბადებულმა ს.უ-მ და 1996 წელს დაბადებულმა დ.ს-მ სხეულის სხვადასხვა არეში, მათ შორის თავის არეში დაზიანებები მიაყენეს 1987 წელს დაბადებულ ა.ყ-ს. გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ფიზიკური დაპირისპირების დროს ა.ყ.-მ ცივი იარაღის გამოყენებით, სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა ს.უ.-სა და დ.ს.-ს, ხოლო ა.ყ-ს თანმხლებმა პირმა, ი.ტ-მ ფიზიკურად იძალადა კონფლიქტში მონაწილე ს.უ-სა და დ.ს-ზე. მომხდარი ფაქტის შემდეგ, როგორც დაპირისპირებაში მონაწილე, ისე მომხდარის შემსწრე პირებმა შემთხვევის ადგილი დატოვეს. შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ინციდენტში მონაწილე ყველა პირი, გლდანი-ნაძალადევის მთავარ სამმართველოში იქნენ წარმოდგენილები. სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, პოლიციის მიერ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, შემთხვევის ადგილზე, კერძოდ, რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიდეო სამეთვალყურეო კამერებიდან ამოღებულია დაპირისპირების ამსახველი ვიდეომასალა, რასაც საზოგადოებისთვის ვასაჯაროებთ. მოგახსენებთ, რომ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით, გლდანი- ნაძალადევის სამმართველოს შენობაში ა.ყ. დროის მოკლე პერიოდში, შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა. სამართალდამცავებმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარება დაუყოვნებლივ გამოიძახეს და მოხდა მისი სტაციონარში გადაყვანა. პოლიციამ მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაცია მყისიერად მიაწოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებიდან ორ დღეში ა.ყ, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. პოლიციამ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით სამი პირი უკვე დააკავა, მათ აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლოს მიერ შეფარდებული აქვთ პატიმრობა. გამოძიების მიერ დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა და საგამოძიებო ორგანო ფაქტზე გამოძიებას აგრძელებს. შს კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს და აქტიურ კომუნიკაციაშია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან. მოვუწოდებთ, საქმესთან შემხებლობაში მყოფ პირებსა და მედიასაშუალების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ იმგვარი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც ხელს შეუშლის გამოძიებას ობიექტურობის დადგენაში“,- განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)