2025-06-10 21:32:09, 865 ნახვა
პოლიტიკა
შემოწირულობების 86% „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო - რა თანხები შესწირეს წელს პარტიებს
![]() 2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოში პოლიტიკური შემოწირულობების სახით სულ 5,661,545 ლარი გაიცა. ამ თანხიდან ყველაზე მეტი - 4,876,170 ლარი ქართულ ოცნებას შესწირეს, რაც მთლიანი პოლიტიკური დონაციების 86%-ია. სახელისუფლებო პარტიისთვის შემოწირულების განმახორციელებელთა შორის სხვადასხვა ბიზნესებთან დაკავშირებული პირები არიან, რომლებმაც "ოცნების" საარჩევნო ყულაბა 60,000-60,000 ლარებით შეავსეს. პოლიტიკური შემოწირულობების პორტალის თანახმად, 12,000 ლარი შესწირა ქართულ ოცნებას კახა კალაძემ, 10,000 ლარის შემოწირულობა განახორციელა ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრმა თამაზ თამაზაშვილმა, პარტიაში პოლიტიკური შემოწირულობა განახორციელა ქართუ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ნატო ხაინდრავამ, რომელმაც 60,000 ლარი გადარიცხა. ასევე პოლიტიკური შემოწირულობა განახორციელა "ქართუ ბანკის" დირექტორთა საბჭოს სამმა წევრმა - გენერალური დირექტორის მოადგილემ გივი ლებანიძემ 60,000 ლარი გადარიცხა, გენერალური დირექტორის მოადგილემ ზურაბ გოგუამ 55,000 ლარი გადარიცხა, ასევე 55,000 ლარი გადარიცხა დირექტორის მოადგილემ ბექა კვარაცხელიამ, ასევე 40,000 ლარის შემოწირულობა განახორციელა ქართუ ჯგუფის დირექტორთა საბჭოს წევრმა გოჩა ჩიკვილაძემ. ქართული ოცნების სასარგებლოდ 60,000 ლარი გადარიცხა ალკოჰოლური სასმელების ჯგუფის, "ბოლეროს" დირექტორმა ირაკლი ბექაურმა, RMG Copper-ის ყოფილმა დირექტორმა დავით ბალანჩივაძემ ასევე 60,000 ლარი გადარიცხა, ასევე 40,000 ლარის შემოწირულობა განახორციელა კომპანია "მანგანუმ ლოჯისტიკის" დირექტორმა ევგენი ჯიხვაძემ, ასევე 40,000 ლარი შესწირა ქართულ ოცნებას მანგანუმით მოვაჭრე კომპანია "მნ თრეიდინგის" ფინანსურმა დირექტორმა ილია ფრიდონაშვილმა, 20,000 ლარის შემოწირულობა განახორციელა კომპანია "ტორნადო+"-ის დირექტორმა გიორგი ბებიამ, აღნიშნულ კომპანიაში 40%-ის წილს ალექსანდრე ივანიშვილი ფლობს, ამავე კომპანიის მიერ დაფუძნებული კიდევ ერთი კომპანიის "ჯი ემ თი ჯგუფის" დირექტორმა გოგი კახიძემ კი ოცნებას 40,000 ლარი შესწირა. კომპანია იბეროილის 40%-ის მფლობელმა სიმონ გეგელაშვილმა ოცნებას 40,000 ლარი შესწირა, ამავე კომპანიის 30%-ის მფლობელმა გოჩა ჩოკოშვილმა ოცნებას 50,000 გადაურიცხა, იბეროილის 20%-იანი წილის მფლობელმა ირაკლი პეტრიაშვილმა 20,000 ლარის შემოწირულობა განახორციელა, ასევე 20,000 ლარი გადარიცხა იბეროილის 20%-ის მფლობელმა დავით ალიბეგაშვილმა. წელს სულ პოლიტიკური შემოწირულობა 281-მა პირმა განახორციელა, მათგან ქართულ ოცნებას 151-მა პირმა შესწირა თანხა. შემოწირულობებით მეორე პოზიციას იკავებს ძლიერი საქართველო - "ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!" - რომელსაც 320,125 ლარი გადაურიცხეს, ხოლო მესამე ადგილზე მყოფმა "კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროამ" შემოწირულობების სახით 153,137 ლარი მიიღეს. 2025 წლის პირველ ნახევარში პარტიების მიერ მიღებული შემოწირულობები ასე ნაწილდება: წყარო: ბიემჯი
ტრამპი ირანს - თუ რაიმე ფორმით თავს დაგვესხმებით, აშშ-ის შეიარაღებული ძალების სრული ძალა ისეთი დონით დაგეცემათ, როგორიც მანამდე არავის უნახავს
მასკმა ირანში ინტერნეტზე წვდომის შეზღუდვის შემდეგ Starlink-ი ხელმისაწვდომი გახადა
ისრაელში ირანის სარაკეტო იერიშს 8 ადამიანი ემსხვერპლა, მაშველები 20-მდე დაკარგულს ეძებენ
ირანი ჰორმუზის სრუტის დაკეტვით იმუქრება, რომლის გავლითაც მსოფლიო ნავთობპროდუქტების მეოთხედი გადის
|
რედაქტორის რჩევით
![]() გამოცხადებული ტერორის რეჟიმი - ოცნების დაჯგუფებამ მათე დევიძე 4 წლით და 6 თვით პატიმრობაში გაუშვა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
ომი უკრაინაში![]() ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი დანაყოფები სუმის ოლქში ოკუპანტს თანდათან უკან დახევას აიძულებენ, მადლობა თითოეულ ჩვენს სამხედროს ამ შედეგისთვის
![]() უკრაინაში ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი 22 წლის დემეტრე დარჩია დაიღუპა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ნიკა გვარამია დააკავეს
დღის თემა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
|