|
2025-06-10 12:02:24, 1129 ნახვა
ეკონომიკა
SOLO-ს მხარდაჭერით, პირველად ბათუმში „სილქ ჰოსფითალითის“ და პადელ პორტ ბათუმის ორგანიზებით პადელის ტურნირი გაიმართა
„სილქ ჰოსფითალითის“, „პადელ პორტ ბათუმის” და “საქართველოს პადელის ეროვნული ფედერაციის” ორგანიზებით, ქალაქ ბათუმში პადელის ტურნირი გაიმართა - პროექტის მხარდამჭერია სოლო. პადელის ტურნირში მონაწილეობა 80-მა მონაწილემ მიიღო. ასევე, გამოყოფილი იყო საპრიზო ფონდი და სხვადასხვა საჩუქარი, რომელიც მონაწილეებს გადაეცათ. ქალაქ ბათუმში პადელის კორტები სულ ცოტა ხნის წინ „სილქ დეველოპმენტის“ მიერ აშენდა და SOLO-ს მომხმარებლებს მიეცათ შესაძლებლობა, მთელი სეზონის განმავლობაში 20%-იანი ქეშბექით ისარგებლონ. „ჩვენი მთავარი ამოცანა იყო ბათუმის მაცხოვრებლებისთვის და სტუმრებისთვის გარდა საზღვაო აქტივობისა, სხვა სპორტული აქტივობა შეგვეთავაზებინა. წელს ბათუმში პირველი პადელის პორტი გავხსენით და პირველად ჩავატარეთ პადელის ტურნირი ჩვენი, სილქ ჰოსფითალითის და საქართველოს პადელის ეროვნული ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით,“ - აღნიშნავს ლევან დგებუაძე, ბათუმის პადელ პორტის დამფუძნებელი. „SOLO-ს გუნდისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლებისთვის ისეთი გამოცდილების შექმნა, რომელიც მათ ცხოვრებას სიახლესა და ენერგიას შემატებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ბათუმში გამართული პადელის ტურნირის მხარდამჭერები ვართ. აღნიშნული ინიციატივა ხელს უწყობს ისეთი სივრცის შექმნას, სადაც სპორტი, დასვენება და გამორჩეული ემოციები ერთიანდება და ქმნის დაუვიწყარ მოგონებებს“, - აღნიშნავენ SOLO-ს გუნდში. ამასთან აღსანიშნავია, რომ SOLO-მ და სილქ ჰოსფითალითიმ წელს რამდენიმე სპორტული ღონისძიება შესთავაზა დამსვენებლებს, მათ შორის იყო წინანდლის ჩოგბურთისა და პადელის ტურნირები, რაშიც SOLO მთავარი მხარდამჭერი იყო. სამომავლოდ სხვადასხვა საინტერესო სპორტული ღონისძიების განხორციელება სხვადასხვა რეგიონში კვლავ იგეგმება. პადელის ტურნირის სპონსორი იყო სილქ დეველოპმენტი და სილქ რივორდსი, წყალი ბაკურიანი, Xtreme, სელფორდი, რესტარტი და Vacanza Batumi.
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)