|
2025-06-10 11:34:26, 1044 ნახვა
ეკონომიკა
ელენე ცხადაიამ Clearstream-ის საერთაშორისო სამიტზე საქართველოს ბანკის რეგიონალურ საფონდო ბაზრებზე არსებულ გამოცდილებაზე ისაუბრა
საქართველოს ბანკი რეგიონული ბაზრების განვითარების მხარდაჭერასა და გლობალურ ფინანსურ დიალოგში აქტიურ მონაწილეობას აგრძელებს. ამ მიზნით, საქართველოს ბანკის გლობალური საბანკო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ელენე ცხადაიამ, პრაღაში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ყოველწლიურ რეგიონულ Clearstream-ის მე-19 სამიტში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება რეგიონული კაპიტალის ბაზრების ტენდენციებს, განვითარების პერსპექტივებსა და პოსტ-ტრეიდინგის ინდუსტრიაში ხელოვნური ინტელექტისა და დიგიტალიზაციის როლს დაეთმო. ფორუმზე ელენე ცხადაიამ აუდიტორიას საკუთარი პროფესიული გამოცდილება და საქართველოს ბანკის საუკეთესო პრაქტიკები გაუზიარა ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორებასა და შენახვის მიმართულებით. იგი მონაწილეობდა პანელურ დისკუსიაში, რომელიც კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პოსტ-ტრეიდინგის ევოლუციას მიეძღვნა. „ჩემთვის დიდი პატივი იყო პრაღაში გამართულ Clearstream-ის მე-19 სამიტში მონაწილეობა და რეგიონული კაპიტალის ბაზრების განვითარების, ტენდენციებისა და უნიკალური მახასიათებლების შესახებ საინტერესო დისკუსიებში ჩართვა”, – აღნიშნა ელენე ცხადაიამ. როგორც ლუქსემბურგში დაფუძნებული საერთაშორისო ცენტრალური ფასიანი ქაღალდების დეპოზიტარი (ICSD), Clearstream გლობალური მასშტაბით, მათ შორის საქართველოს ბანკისთვის, პოსტ-ტრეიდინგის ინფრასტრუქტურასა და ფასიანი ქაღალდების მომსახურებას უზრუნველყოფს. ფორუმი წლიდან წლამდე უფრო და უფრო მეტ პროფესიონალს აერთიანებს და მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს სექტორის ლიდერებისთვის გამოცდილების, ხედვებისა და ინოვაციების გასაზიარებლად. პანელური დისკუსიის მოდერატორი იყო Clearstream Securities Services-ის ჩინეთის და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ურთიერთობების მენეჯერი, მუხამადჯონ იკრომოვი. „სასიამოვნო იყო არაერთ კოლეგასთან და ინდუსტრიის ლიდერთან მე-19 Clearstream სამიტზე პრაღაში შეხვედრა. ღონისძიებაზე ღირებული მოსაზრებები და დისკუსიები მოვისმინეთ, რომლებიც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრების ცვალებად ლანდშაფტს ასახავდა. მქონდა პატივი, მარიანა არშაკიანთან ერთად, ვყოფილიყავი კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონზე ფოკუსირებული პანელური დისკუსიის მოდერატორი, სადაც, დისკუსიის გამორჩეულ მონაწილეებთან ერთად, განვიხილეთ ამ რეგიონების განვითარების ძირითადი მახასიათებლები და შესაძლებლობები. ყოველთვის სასიამოვნოა, იყო ასეთი მაღალი დონის დიალოგსა და თანამშრომლობის მონაწილე. დიდი მადლობა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ ღონისძიების წარმატებაში. მოუთმენლად ველი მე-20 ღონისძიებას”, — აღნიშნავს მუხამადჯონ იკრომოვი.
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)