|
2025-06-07 12:41:32, 874 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ფავლენიშვილი - თვითმმართველობის არჩევნები ივანიშვილისთვის მაშველი რგოლია, მიიღოს ლეგიტიმაცია
თვითმმართველობის არჩევნები ივანიშვილისთვის არის მაშველი რგოლი, რაიმენაირად მიიღოს ლეგიტიმაცია ქვეყნის შიგნით და გარეთ, ამიტომაც, ვინც იქნება ამ მაშველი რგოლის სტატუსის შემსრულებელი, შეუძლებელია აღქმული იყოს რეალურ ოპოზიციურ ძალად. ის გახდება სისტემური ოპოზიცია და იქნება ივანიშვილის სისტემის მიერ შთანთქმული , - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, როდესაც ისაუბრა თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების სავარაუდო მონაწილეობაზე. მისი შეფასებით არჩევნებში ვინც მონაწილეობას იღებს ის იქნება კაპიტულანტი ოპოზიციის მხრიდან. „რაც შეეხება ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, როდესაც ქვეყანაში დიქტატურა დამყარდა, არსებობს თამაში წესები, რომელიც არის ანტიკონსტიტუციური, ამ თამაშის წესებზე თანხმობა ნიშნავს, სწორედაც რომ კაპიტულაციას და ივანიშვილის ამ დიქტატურული კანონების და სისტემის აღიარებას. როდესაც ქვეყანაში კონსტიტუციური პრინციპები ფეხქვეშ გათელილია და როდესაც სისტემის მთავარი პრობლემა არის ის, რომ ის არ გახლავთ ლეგიტიმური არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მისთვის ე.წ. არჩევნებში მონაწილეობის მიღება ამ სიტუაციაში, ფაქტობრივად, არის ერთადერთი მაშველი რგოლი. ამიტომაც, სინამდვილეში პირიქით არის კაპიტულაცია, ვინც მონაწილეობას იღებს, ის იქნება კაპიტულანტი ოპოზიციის მხრიდან. როდესაც ვსაუბრობთ ნებისმიერ საარჩევნო პროცესზე, სადაც იმ სისტემის მიმართ რომელიც უფრო და უფრო რეპრესიული ხდება და სანდოობა არ არსებობს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ ისეთი ზომები მიიღეს, რომ მათ არჩევნებზე დაკვირვება ვერ შეეძლებათ, ყველა ამ საკითხის გათვალისწინებით იმის მოლოდინი, რომ საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობა უნდა გაზარდონ, მაშინ როცა საპარლამენტო არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და არ შეხვედი პარლამენტში, რა თქმა უნდა არის არაადეკვატური. მითუმეტეს, როდესაც ამაზე საუბრობ და კარგად იცი, პოლიტიკური პატიმრების ოჯახის წევრების, რუსთაველზე შეკრებილი საზოგადოების პოზიცია, მათ შორის იმ ორი დიდი პარტიის პოზიცია, რომელმაც ივანიშვილისვე გაყალბებული არჩევნებით მიიღო ყველაზე მეტი ხმა. ამიტომაც, ეს ყველაფერი, მე მგონია, რომ არაგულწრფელი გახლავთ, ამ შემთხვევაში, ბატონი ხაზარაძე, როცა ამ ყველაფერს ამბობს. “-განაცხადა ფავლენიშვილმა
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)