|
2025-06-06 13:26:28, 1153 ნახვა
ეკონომიკა
Global Private Banker-მა საქართველოს ბანკის პრემიუმ მომხმარებლებისთვის შექმნილი გამოცდილება მსოფლიოში გამორჩეულად აღიარა
ყოველწლიურად, Global Private Banker-ის გამოცემა იმ კერძო ფინანსურ ინსტიტუტებს ავლენს, რომლებიც მომხმარებლებს განსაკუთრებულ საბანკო გამოცდილებას სთავაზობენ. წლევანდელი Global Private Banking Innovation Awards-ის ფარგლებში კი, საქართველოს ბანკის პრემიუმ მომხმარებლებისთვის შექმნილი გამოცდილება მსოფლიოში გამორჩეულად იქნა აღიარებული. ამასთან, საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულება საუკეთესოდ დასახელდა საქართველოში. ფინანსური ინსტიტუტების შესაფასებლად, ჟიური ისეთ კრიტერიუმებს ეყრდნობა, როგორებიც არის ციფრული ინოვაცია, მომხმარებლის გამოცდილება და ჩართულობა, ფინანსური და ბიზნეს შედეგები და კორპორატიული სტრატეგია. “საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულების სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო Global Private Banker-ს მონიჭებული აღიარებისთვის. ეს ჯილდო დასტურია იმ ღრმა და ნდობით სავსე ურთიერთობისა, რომელსაც ჩვენი ბანკირები ჩვენს მომხმარებლებთან ამყარებენ. აღნიშნული ურთიერთობის საფუძველი ურთიერთპატივისცემა, პატიოსნება და საერთო ხედვაა, რომელიც მომხმარებლის მიზნების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ჩვენი წარმატების საფუძველი ადამიანური კავშირია: ჩვენი ბანკირები ჩვენი მომხმარებლების გვერდით არიან ყველა ამბიციის, ტრანზიციისა თუ წარმატების მიღწევის პროცესში. გვჯერა, რომ ქონების მართვა ღრმად პერსონალურია. მისი საფუძველი კი ხელმისაწვდომობა, რეაგირება და საფუძვლიანი ინტერაქციაა. სწორედ ასე ვქმნით გამოცდილებას, რომელიც მოლოდინს აჭარბებს - და სწორედ ამის დასტურია აღნიშნული ჯილდოც. მინდა გამოვხატო ჩემი ღრმა მადლიერება ჩვენი ერთგული გუნდის მიმართ, რომლის ზრუნვა და პროფესიონალიზმი განსაზღვრავს ყველა მომხმარებლებთან ურთიერთობას. და, რაც მთავარია, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მომხმარებლებს ნდობისთვის. საქართველოს ბანკში ჩვენ მარტივი, მაგრამ ძლიერი მიზნით ვხელმძღვანელობთ: დავეხმაროთ ადამიანებს, მაქსიმალურად გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი. ეს აღიარება კი გვაძლევს სტიმულს, გავაგრძელოთ ამ მისიის მიმართულებით წინსვლა და შევქმნათ ისეთი საბანკო გამოცდილება, რომელიც ინოვაციებზე, თანადგომასა და ურყევ ერთგულებაზე იქნება დაფუძნებული“, - აღნიშნავს ნინო ლომთაძე, პირადი საბანკო საქმიანობის ჯგუფის უფროსი.
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)