|
2025-06-05 10:38:37, 1019 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკის 2025 წლის 4 თვის ფინანსური შედეგები
2025 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, ბაზისბანკის მთლიანი აქტივები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ით გაიზარდა და 4.1 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ბაზისბანკის მთლიანი საკრედიტო პორტფელი 18.5%-ით გაიზარდა და 3 მილიარდი ლარი შეადგინა, ხოლო დეპოზიტების პორტფელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-ით გაიზარდა და 2.6 მილიარდი ლარი შეადგინა. იურიდიული პირების საკრედიტო პორტფელის მოცულობით, ბაზისბანკი სტაბილურად იკავებს ადგილს უმსხვილესი ბანკების სამეულში. იურიდიული პირების საკრედიტო პორტფელი 24%-ით გაიზარდა და 2.1 მილიარდი ლარი შეადგინა. იურიდიული პირების დეპოზიტების მოცულობა 1.3 მილიარდი ლარია. 2025 წლის ოთხი თვის მონაცემით, საცალო სესხების მოცულობამ 0.9 მილიარდი ლარი, ხოლო საცალო დეპოზიტების მოცულობამ 1.3 მილიარდი ლარი შეადგინა. ბაზისბანკის ჯგუფში შემავალი სალიზინგო და სადაზღვევო კომპანიების 2025 წლის ოთხი თვის მონაცემებით, ბბ ლიზინგის პორტფელმა 42 მილიონ ლარს გადააჭარბა, პორტფელის ზრდამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27% შეადგინა. ბბ დაზღვევის მიერ 2025 წლის ოთხ თვეში მოზიდული პრემიამ 7.7 მილიონი ლარი შეადგინა. 2025 წლის 4 თვეში ბაზისბანკის წმინდა მოგებამ 35 მილიონ ლარს გადააჭარბა, მოგების ზრდამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30% შეადგინა. უკუგებამ მთლიან აქტივებზე (ROA) 2.56%, ხოლო უკუგებამ საკუთარ კაპიტალზე (ROE) 16.21% შეადგინა.
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)