|
2025-06-04 23:16:05, 948 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - ბრიუსელი და ყველა საელჩო რადგან ასე ერევიან ქვეყნის შიდა პოლიტიკაში, უნდა შეეგუონ კრიტიკას
ბრიუსელი და ყველა საელჩო რადგან ასე ერევიან შიდა პოლიტიკაში, უნდა შეეგუონ კრიტიკას, თუკი რამე ევროპულია, ეს არის კრიტიკის ატანა, პასუხის გაცემა და არა ხელის აქნევა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა. გადაცემის წამყვანმა კითხვა დაუსვა, რომ „მმართველი გუნდის მუდმივი რიტორიკა – ე.წ. დიფ სთეითის გავლენა; რომ უნდოდათ ქვეყნის ომში ჩართვა, მაგრამ მათ ღიად აქვთ გაცხადებული, მათი აზრით, რის გამო დაიძაბა ურთიერთობა, რის გამო შეაჩერეს მოლაპარაკება ყველა დონეზე და ევროინტეგრაციის პროცესზე. მათ შორის ერთ-ერთ მთავარ მიზნად სახელდება თავის დროზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რომელიც გაუქმებულია და ჩანაცვლდა ე.წ. ფარა-ს ქართული ანალოგით“. „რა არ მოსწონდათ? რომელი ევროპული ღირებულება ახსენეს? რამე კონკრეტული თქვეს? საუბრობენ რაღაც აბსტრაქციაზე – ევროპული ღირებულებები. არ ვიცი, ქართულ ღირებულებებს ვინმე თუ იწუნებს, რომელიმე ევროკავშირელი, მაშინ გვითხრან, ჩვენს ღირებულებებში რამე პრობლემა ხომ არ არის. ყველაზე დიდი დონორი საქართველოში იყო აშშ-ი. აშშ-მა აღიარა, რომ აშშ-ის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა სხვა ქვეყნების დესტაბილიზაცია, საზოგადოებების არევა, ძირის გამოთხრა, პროპაგანდა, მედიაქსელები. ეს აღიარა აშშ-მა და გააუქმა დაფინანსებები. ევროპული დაფინანსება ამისგან რამით განსხვავდება? როდესაც ფაქტები ვიცი. ეს ფაქტებიც მაქვს პაველ ჰერჩინსკისთვის მიწერილი. ორგანიზაცია „სირცხვილია“, რომელმაც ევროკავშირის დაფინანსებით „მოლოტოვის კოქტეილის“ რეკლამა აწარმოა. „სირცხვილიას“ ამ კამპანიას აფინანსებდა „ევროპის დემოკრატიის ფონდი“. ამ ფონდის ბორდის ხელმძღვანელია ბატონი მაკალისტერი, რომელიც ახლა ვიხილეთ ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარედ. ეს ადამიანები ფარულად, იატაკქვეშ, ფაქტობრივად, სპეცსამსახურების მეთოდებით, აფინანსებენ პოლიტიკოსებს, რადიკალურ ჯგუფებს, პროპაგანდას, მოძალადე ჯგუფებს. ეს ყველაფერი არის ფაქტები. ნაცვლად იმისა, რომ ამას უპასუხონ არგუმენტებით, ვხედავთ გაბუტულ პოზიციას. ბრიუსელი და ყველა საელჩო რადგან ასე ერევიან შიდა პოლიტიკაში, უნდა შეეგუონ კრიტიკას. კრიტიკა უნდა აიტანონ. რამე ევროპული თუკი არის, ეს არის კრიტიკის ატანა, ამაზე პასუხის გაცემა და არა ხელის აქნევა, როგორც, სამწუხაროდ, შეაჩვიეს ქართულ საზოგადოებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ამასთან, კითხვაზე, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ, რომ შეიცვალოს მოცემულობა და გადაიტვირთოს ურთიერთობები ბრიუსელთან, პაპუაშვილმა აღნიშნა: „ჩვენ ხომ არ დაგვიწყია ეს ყველაფერი. ამ ყველაფერს ხომ ვხედავთ, როგორც ცდილობენ, ჩაერიონ ქართველი ხალხის არჩევანში. როდესაც ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ვიხილეთ თბილისში მიტინგზე, აქ რა წესებზე უნდა ვისაუბროთ. სამწუხაროა, რომ ბალტიის ქვეყნების წარმომადგენლები განსაკუთრებით გამოირჩევიან საბჭოური მეთოდებით. შეიძლება, ქვეყანა გამოიყვანო საბჭოთა კავშირიდან, მაგრამ საბჭოთა კავშირი ვერ გამოიყვანო ქვეყნიდან. სამწუხაროდ, ბალტიის ქვეყნების პოლიტიკური ელიტა ამის ძალიან კარგი მაგალითია, რომ ვერა და ვერ გამოვიდა საბჭოთა კავშირი მათი პოლიტიკური ელიტიდან. ზუსტად იგივე ქედმაღლობით უყურებენ ქართულ საზოგადოებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
კობახიძე - 26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
ივანიშვილის პრემიერი - მოლდოვაში მედიის თავისუფლება დიდი ხანია, ფეხქვეშ არის გათელილი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)