17:47 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-04 10:08:29, 1027 ნახვა

მსოფლიო
ჰაკან ფიდანი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე - ველოდებით, რომ შემდეგი რაუნდი იქნება

უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის დელეგაციები სტამბოლში მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დროს კიდევ ერთ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები სტამბოლში მოლაპარაკებების მეორე რაუნდისთვის მომზადებულები ჩავიდნენ და შეხვედრა პოზიტიურ ატმოსფეროში წარიმართა.

„ჩვენ ველოდებით, რომ შემდეგი რაუნდი იქნება. ორივე მხარე ხედავს, რომ ძალისხმევის გაერთიანებას სარგებელი მოაქვს. მთავარია, არ დავტოვოთ ეს მაგიდა და შევინარჩუნოთ ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობის განწყობა“, - აღნიშნა ჰაკან ფიდანმა.

მისი თქმით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვოლოდიმირ ზელენსკის და ვლადიმერ პუტინს გადასცა შეტყობინება, რომ მზადაა, მათ შორის შეხვედრას უმასპინძლოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსული Yandex-ის საჩივრის საფუძველზე კონკურენციის სააგენტომ Wolt-ისა და Glovo-ს წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყო
მთავრობამ საქართველოს განვითარების ფონდი გააუქმა
მთავრობამ საპატრიარქოს გორის სოფელ ხელთუბანში, ქონება უსასყიდლოდ 99 წლით გადასცა
ძალადობის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა - ფეხბურთში ქალთა ეროვნული ლიგის თამაში პროტესტის ნიშნად ჩაიშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics