|
2025-06-04 09:50:42, 1129 ნახვა
ეკონომიკა
„ავერსის“ სააფთიაქო ქსელის ყველაზე მასშტაბური ფილიალი გაიხსნა
2 ივნისს გაიხსნა „ავერსის“ სააფთიაქო ქსელის სამას სამოცდამესამე, ყველაზე მასშტაბური ფილიალი. აფთიაქს სავაჭრო ცენტრ „ქარვასლის“ ორ სართულზე ათასი კვადრატული მეტრი უკავია. აქ წარმოდგენილია როგორც მედიკამენტების სრული ასორტიმენტი, ისე პრემიუმკლასის ბრენდების ექსკლუზიური პროდუქცია: თავის მოვლის საშუალებები, დეკორატიული და სამკურნალო კოსმეტიკა, ბავშვის კვებისა და მოვლის საშუალებები და აქსესუარები.
ბრენდმენეჯერმა თამარ კობახიძემ მომხმარებელს წარუდგინა დედებისა და ბავშვების საყვარელი იტალიური ბრენდის „ჩიკოს" შოურუმი, რომელიც აფთიაქის პირველ სართულზეა განთავსებული. აქ წარმოდგენილია ბრენდის სრული ასორტიმენტი: ტანსაცმელი და ფეხსაცმელი დაბადებიდან რვა წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, უსაფრთხო და ბუნებრივი მასალის სათამაშოები, აქსესუარები, საბავშვო ინვენტარი – ეტლები, სკამ-მაგიდები, მანქანის სავარძლები და სხვა. ბრენდმა მომხმარებლებს სპეციალური შეთავაზებები და საჩუქრები მოუმზადა, უპრეცედენტო ფასდაკლება კი 5 ივნისამდე გაგრძელდება.
აფთიაქის მეორე სართულზე მდებარეობს აუთლეტი, სადაც მომხმარებელი მაქსიმალური ფასდაკლებით შეიძენს თავის მოვლის საშუალებებს. ეკა ბურძენიძემ, „ავერსის“ სააფთიაქო ქსელის დირექტორმა, მადლობა გადაუხადა თითოეულ მომხმარებელს და აღნიშნა, რომ კომპანიის ყოველი წარმატება სწორედ მათ უკავშირდება. „ავერსი“ განაგრძობს ქსელის განვითარებას, რათა საქართველოს ყველა მცხოვრებისთვის ხელმისაწვდომი იყოს მაღალი ხარისხის სააფთიაქო ქსელის მომსახურება. #სიყვარულითავერსი
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)