|
2025-05-30 15:31:21, 926 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა ჩინური ბანკების შესახებ კითხვაზე - არის პერსპექტივა, რომ ჩინეთიდან მეტი ინვესტიცია გამოჩნდეს
იზრდება ჩვენი შუა დერეფნის დატვირთულობა, ვაჭრობა, ბიზნეს ურთიერთობები და ინვესტიციები როგორც დასავლეთიდან, ისე აზიის სხვადასხვა რეგიონიდან, ჩინეთიდან -არის პერსპექტივა, ჩინეთიდან მეტი ინვესტიცია გამოჩნდეს,- ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან ჩინურ ბანკებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, სანამ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, დეტალებზე საუბარი სწორი არ იქნება. „იზრდება ჩვენი შუა დერეფნის დატვირთულობა, ვაჭრობა, ბიზნესურთიერთობები და ინვესტიციები როგორც დასავლეთიდან, ისე აზიის სხვადასხვა რეგიონიდან და ჩინეთიდან. საფინანსო სექტორი ამას თავად არ განაპირობებს, ის მიჰყვება რეალური ეკონომიკის და ვაჭრობის აუცილებლობას. სადაც იზრდება ვაჭრობა, საფინანსო სექტორიც მეტად უნდა ახლოვდებოდეს და ავითარებდეს თანამშრომლობას. არის პერსპექტივა რომ ჩინეთიდან მეტი ინვესტიცია გამოჩნდეს. მოლაპარაკების პროცესში არ იქნება სწორი დეტალები ვთქვათ“,-აღნიშნა თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)