|
2025-05-28 12:18:17, 656 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე - ვახტანგ გომელაური დადებით შეფასებას იმსახურებს
ვფიქრობ, ვახტანგ გომელაური ერთმნიშვნელოვნად დადებით შეფასებას იმსახურებს, იმიტომ, რომ სახელმწიფოს ამ სტრუქტურამ - შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალიან მძიმე და რთულ ვითარებაში შეძლო უმძიმესი გამოწვევებისთვის თავი გაერთმია - რა თქმა უნდა, ეს არის პირადად ბატონი ვახტანგის მაღალი კვალიფიკაციის და მისი პიროვნული ღირსებების დამსახურება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მან შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. „მინდა ბატონ ვახტანგს ჩემი მხრიდანაც მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის. მე ვფიქრობ, ის ერთმნიშვნელოვნად დადებით შეფასებას იმსახურებს. ერთმნიშვნელოვნად, იმიტომ, რომ სახელმწიფოს ამ სტრუქტურამ ძალიან მძიმე და რთულ ვითარებაში შეძლო უმძიმესი გამოწვევებისთვის თავი გაერთმია. ეს არის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად დასაფასებელი. რა თქმა უნდა, ეს არის პირადად ბატონი ვახტანგის მაღალი კვალიფიკაციის და მისი პიროვნული ღირსებების დამსახურება. მე მას მივიჩნევ როგორც მეგობარს, მე მას განსაკუთრებულად პატივისცემით ვეპყრობი და ბუნებრივია, რომ ეს დამოკიდებულებაც გავლენას ახდენს, რა თქმა უნდა, ჩემს აბსოლუტურად პოზიტიურ დამოკიდებულებაზე. ნამდვილად გულდასაწყვეტია მისი გადაწყვეტილება, თუმცა მის ამ მოტივაციაზე, რის გამოც მიიღო ეს გადაწყვეტილება, მე რაიმე ინფორმაციის მოწოდება გამიჭირდება,“ - განაცხადა სარჯველაძემ. მან ასევე პოლიციის მხრიდან განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ ის, რაც საქართველოში ამ დღეებში განმავლობაში ხდებოდა, აბსოლუტურად სცილდებოდა თავისუფალი და მშვიდობიანი აქციის ფარგლებს, პოლიცია კი ვალდებულია, საზოგადოებრივი წესრიგი განუხრელად დაიცვას. „ამაზე ახლა ჯანდაცვის მინისტრმა რომ განმარტებები მოგცეთ, მიუხედავად იმისა, რომ იურისტი გახლავართ, არ იქნება, ალბათ, მართებული, მაგრამ მაინც გეტყვით ჩემი როგორც თუნდაც, ამ ქვეყნის მოქალაქის პოზიციას. მე შემიძლია ერთმნიშვნელოვნად გითხრათ, რომ ის, რაც ხდებოდა საქართველოში ამ დღეებში განმავლობაში, რომელსაც თქვენ გულისხმობთ, რასაკვირველია, აბსოლუტურად სცილდებოდა თავისუფალი და მშვიდობიანი აქციის ფარგლებს. ეს არ იყო, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი აქცია და ბუნებრივია, ასეთ დროს პოლიციას არამც თუ უფლება აქვს, არამედ, ის ვალდებულია, საზოგადოებრივი წესრიგი განუხრელად დაიცვას,“ - განაცხადა სარჯველაძემ.
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)