|
2025-05-23 15:32:26, 792 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - ჰერჩინსკი „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ ლიდერად გადაიქცა
სალომე ზურაბიშვილი არის აშშ-ის საელჩოში - არ ვიცით, რა საკითხებზე მსჯელობენ, მაგრამ დარწმუნებული ვართ, საელჩო რელევანტურ განცხადებას გააკეთებს - რაც შეეხება ევროკავშირის ელჩს, „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ ლიდერად გადაიქცა ჰერჩინსკი, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში იმყოფება. ვოლსკი იმედს გამოთქვამს, რომ აშშ-ის საელჩო შეხვედრასთან დაკავშირებით ამომწურავ განცხადებას გააკეთებს და აქვე აღნიშნავს, რომ „ამერიკის შეერთებულ შტატებს არ სჩვევია, რომ მისმა საელჩომ რამე დამალოს“. „მაკკეინის ინსტიტუტის სტიპენდიატი არის ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში. ჩვენ არ ვიცით, რა საკითხებზე მსჯელობენ, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გააკეთებს რელევანტურ განცხადებას ამასთან დაკავშირებით. იგივე ევროკავშირის ელჩი. უკვე დიდი ხანია გამოდის განცხადებებით, რომელიც პირდაპირ არის პოლიტიკური განცხადება. „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ ლიდერად გადაიქცა ჰერჩინსკი. რასაკვირველია, შეიძლება ვივარაუდოთ რა განცხადებებზე, რა ღონისძიებებზეა საუბარი, მაგრამ ვიმედოვნებ, იქნებ გონს მოეგო ევროკავშირის ელჩი და მიღებული ინსტრუქციის თანახმად, რაღაც გარკვეულ თემებს განიხილავს, რომელიც ეხება საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას და ქვეყნის გადარჩენას, თუმცა ეჭვი მაქვს რომ ამ თემასთან დავშვრებით არანაირი პოზიტიური დამოკიდებულება ჰერჩინსკის არ გააჩნია, ვინაიდან ინსტრუქცია აქვს სხვა, ხოლო ინსტრუქციის მიმცემის მიმართ ევროპის სასამართლოს სერიოზული პრეტენზიები გააჩნია. ეს არის სქემა, რომელსაც ჩვენ ვუყურებთ. ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს. ევროპის სივრცეში სერიოზული დაძაბულობა, მათ შორის, იმ ადამიანის მიმართ, ვინც ინსტრუქციებს აძლევს ჰერჩინსკის“, - განაცხადა ვოლსკიმ.
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)