|
2025-05-20 16:20:16, 903 ნახვა
მსოფლიო
მარია ზახაროვა ახალ სანქციებზე - ერთხელ მაინც უნდა დაიმახსოვროთ: რუსეთი ულტიმატუმებს არასდროს პასუხობს
რუსეთი ულტიმატუმებს არასდროს გამოხმაურებია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, როდესაც რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გამოეხმაურა. „მოლაპარაკებების დასრულებისთანავე, ზელენსკიმ, ევროპელ ამხანაგებთან ერთად, საუბარი დაიწყო ანტირუსული სანქციების გამკაცრებაზე: მათ კიდევ ერთხელ იმღერეს ძველი სიმღერა იმის შესახებ, თუ როგორ არ შეიძლება რუსეთის ნდობა, რომ ის უნდა დაისაჯოს 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ულტიმატუმის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის. უბრალოდ, ერთხელ მაინც უნდა დაიმახსოვროთ: რუსეთი არასდროს პასუხობს ულტიმატუმებს“, - აღნიშნა ზახაროვამ. მისი თქმით, ევროპა მშვიდობის მიღწევით დაინტერესებული არ არის და მისი მიზანი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის შესვენების საშუალების მიცემაა. „აშკარაა, რომ დასავლეთ ევროპელ ულტრალიბერალებს მშვიდობის მიღწევა არ აინტერესებთ. ისინი სხვა მიზანს მისდევენ: ნებისმიერ ფასად უზრუნველყონ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ამოსუნთქვის საშუალების მიცემა მათი სამხედრო პოტენციალის აღსადგენად და ჩვენს ქვეყანასთან დაპირისპირების გასაგრძელებლად“, - აღნიშნა ზახაროვამ. მისი მტკიცებით, უკრაინამ და დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების ჩაშლა და რუსეთის დელეგაციაზე ფსიქოლოგიური ზეწოლა სცადეს, თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკის სპექტაკლი ჩაიშალა. „გულუბრყვილოდ თვლიდნენ, რომ მოლაპარაკებების გადადება მოსკოვს აიძულებდა, უარი ეთქვა მათ ჩატარებაზე. შედეგად, ზელენსკის მიერ დადგმული სპექტაკლი სავალალოდ ჩაიშალა. იძულებული გახდა, 16 მაისს დელეგატები დაენიშნა და რუსეთის დელეგაციასთან მოსალაპარაკებლად გაეგზავნა“, - განაცხადა ზახაროვამ.
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)