|
2025-05-20 09:59:59, 669 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - მჯერა, რომ პუტინს სურს ომის დასრულება
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მზადაა, „უკან დაიხიოს“ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებიდან, თუ დაინახავს, რომ პროგრესი არ არის. ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრისას უთხრა: „როდის დავასრულებთ ამას, ვლადიმერ?“ „დიდი ხანია, ვიცნობ მას. ვკითხე, როდის დავასრულებთ ამ სისხლისღვრას? ეს სისხლისღვრაა? ეს სისხლისღვრაა. და მე მჯერა, რომ მას სურს ამის დასრულება. ვესაუბრე სხვადასხვა ქვეყნის ხელმძღვანელებს, გერმანიას და ფინეთს, იტალია გვყავდა, როგორც იცით, და დიდი ბრიტანეთი იყო ხაზზე და კიდევ რამდენიმე. შემდეგ კი ისინი თავის მხრივ ყველას ურეკავდნენ. ურსულა იქ იყო ევროკავშირიდან. ის შესანიშნავი იყო. და ჩვენ დიდხანს ვისაუბრეთ ამაზე. მათ პრობლემა შეექმნათ. ეს დიდი, დიდი პრობლემაა. ეს საშინელი ომია. ძალიან რთულია საკუთარი თავის გამოყოფა იქ მიმდინარე მოვლენებისგან. ეს ძალიან რთული, ძალიან რთული სიტუაციაა“, – განაცხადა ტრამპმა. ტრამპის თქმით, იმედოვნებს, რომ როგორც რუსეთის პრეზიდენტი, ისე უკრაინის პრეზიდენტი კონფლიქტის გადაწყვეტისკენ არიან მიმართული. „მჯერა, რომ პუტინს სურს ამის გაკეთება. ახლა, თუ ვიფიქრებდი, რომ პუტინს არ სურს ამის დასრულება, არც კი ვისაუბრებდი ამაზე. მთელი ჩემი ცხოვრება გარიგებაა. ერთი დიდი გარიგება. ახლა რომ ვფიქრობდე, რომ პუტინს არ სურს ამის გაკეთება, არც კი ვისაუბრებდი ამაზე. ვფიქრობ, მისთვის საკმარისია. ეს დიდი ხანია, გრძელდება. ეს უკვე სამ წელზე მეტია, მიმდინარეობს“, – განაცხადა ტრამპმა. ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა მას წითელი ხაზი, რამაც შეიძლება, უკან დახევა გამოიწვიოს, ტრამპმა უპასუხა: „დიახ, ჩემს გონებაში, მაგრამ არა რაღაც, რასაც გამოვაცხადებ. მაგრამ დიახ, ნამდვილად მაქვს ჩემს გონებაში“. ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს არ დააწესებს. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არ გაზარდა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ტრამპმა განაცხადა: „ამის მიზეზი ისაა, რომ ვფიქრობ, არსებობს შანსი რაღაცის გაკეთების და თუ ამას გავაკეთებთ, შეიძლება, სიტუაცია გაცილებით გავაუარესოთ. მაგრამ შეიძლება დადგეს დრო, როცა ეს მოხდება, დიახ“. უკრაინის პრეზიდენტზე, ვოლოდიმირ ზელენსკიზე საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ ის ძლიერი ადამიანია და მასთან ურთიერთობა არც ისე ადვილია. „ის ძლიერი ადამიანია, ზელენსკი ძლიერი ადამიანია და მასთან ურთიერთობა არც ისე ადვილია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მას სურს შეჩერება. ძალიან ცუდი რამ ხდება იქ. მე ვფიქრობ, რომ მას სურს შეჩერება“, – განაცხადა ტრამპმა.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსული დარტყმის შედეგად თურქული კომპანიის გემის დაზიანებას უპასუხა
პარლამენტის წინ კობახიძის პუტინთან ფორუმში მონაწილეობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ფრანკფურტის აეროპორტში ერთ-ერთ მგზავრს 11 000-ზე მეტი დაუმუშავებელი ბრილიანტი ჩამოართვეს
დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები აინთო
|
რედაქტორის რჩევით
საერთაშორისო ნაძირლები: როგორ აქცია ტრამპმა სამშვიდობო მოლაპარაკებები მაიამი-ბიჩში ბინის გაყიდვად
„ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ეკოსისტემის კოორდინირებული კამპანია BBC-ის გამოძიების წინააღმდეგ
ომი უკრაინაში
სუმის რეგიონში დრონის მრავალსართულიან შენობაზე თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა
რუსეთის საოკუპაციო ძალები, უკრაინის ტერიტორიების სწრაფ ოკუპირებას ახდენენ - The Telegraph
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)