11:24 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-19 22:12:43, 1395 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტაზე

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარმა კარგად ჩაიარა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ წერს.

„ახლახან დავასრულე ორ-საათიანი საუბარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. ვფიქრობ, ძალიან კარგად ჩაიარა. რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და, რაც მთავარია, ომის დასასრულებლად. პირობების შესახებ მოლაპარაკებები მხარეებს შორის გაიმართება, რადგან მხოლოდ მათ იციან მოლაპარაკებების დეტალები, რაც სხვებისთვის უცნობია. საუბრის ტონი და სულისკვეთება შესანიშნავი იყო. ასე რომ არ იყოს ახლავე ვიტყოდი და არა მოგვიანებით“, - წერს დონალდ ტრამპი.

მისი თქმით, „რუსეთს აშშ-თან ფართომასშტაბიანი ვაჭრობა სურს, როგორც კი ეს კატასტროფული სისხლისღვრა დასრულდება“.

„ეს რუსეთისთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა, დიდი რაოდენობის სამუშაო ადგილებისა და სიმდიდრის შესაქმნელად. პოტენციალი უსაზღვროა. ასევე, უკრაინას შეუძლია ვაჭრობით დიდი სარგებელი მიიღოს, საკუთარი ქვეყნის აღდგენის პროცესში“, - აღნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტი.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყება.

„ამის შესახებ პრეზიდენტ პუტინთან საუბრის შემდეგ ვაცნობე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს და ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბს. ვატიკანმა, რომელსაც რომის პაპი წარმოადგენს, განაცხადა, რომ დაინტერესებულია მოლაპარაკებებს უმასპინძლოს. დაე, ეს პროცესი დაიწყოს“, - აცხადებს დონალდ ტრამპი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
ფიშერი - ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა - მადლობა, ბედნიერად და Auf Wiedersehen
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics