|
2025-05-19 15:46:47, 819 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების მომზადების ფაქტებზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების მომზადების ფაქტებზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირები უკანონოდ ინახავდნენ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებებს. გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია უკანონოდ შენახული და შემდგომი გასაღების მიზნით ლოკაციებზე განთავსებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, „ბუპრენორფინი“, „მეთადონი“, „კოკაინი“ და „მარიხუანა“, აგრეთვე ელექტრო სასწორი, მასზე არსებული ნარკოტიკული საშუალებების დანაშრევებით. დაკავებულთაგან 2 პირს ბრალდება 260-ე მუხლის მესამე ნაწილით წარედგინა, 1 პირს 260-ე მუხლის მეორე ნაწილით, 1 პირს 18,260-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, ხოლო 1 პირს 2731 მუხლის მეექვსე ნაწილით. დანაშაულები სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)